ახალი სიციოკულტურული გარემო და კულტურული მეხსიერება: აჭარიდან ჩასახლებულთა ყოველდღიური ცხოვრება წალკაში

ავტორები

  • ანა ბაგრატიონი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი https://orcid.org/0009-0003-5319-7775

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11836

საკვანძო სიტყვები:

კულტურული მეხსიერება, ეკომიგრაცია, აჭარლები, ინტერკულტურული ურთიერთობები, ადაპტაცია

ანოტაცია

სტატია იკვლევს აჭარიდან წალკის მუნიციპალიტეტში ჩასახლებულთა ყოველ­დღიურ ცხოვრებას, კულტურული მეხსიერებისა და ახალი სიციოკულტურული გარემოს ურთიერთქ­მედების კონტექსტში. კვლევა ეფუძნება 2025 წლის აგვისტოში ჩატარებულ ინდივიდუალურ ეთნო­ლოგიურ ექსპედიციას, რომლის ფარგლებში განხორციელდა 20 სიღრმისეული ინტერვიუ სხვადა­სხვა სოფელში მცხოვრებ ადამიანებთან. ანალიზი ეყრდნობა მორის ჰალბვაქსის კოლექტიური მეხსიერების კონცეფციას და ადაპტაციის თეორიებს. კვლევამ აჩვენა, რომ კულტურული მეხსიე­რება ახალ გარემოში არა მხოლოდ ინარჩუნებს ტრადიციებს (რელიგიური პრაქტიკა, ოჯახური წეს-ჩვეულებები, სამზარეულო), არამედ ტრანსფორმირდება ინტერკულტურული ურთიერთობების პი­რობებში. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მიწის საკუთრების საკითხებს, ეკონომიკურ სტრა­ტეგიებსა და შერეულ ქორწინებებს. გამოვლინდა თაობათაშორისი განსხვავებები - უფროსი თაობა ძლიერ არის მიბმული სოფლის მეურნეობასა და მიწასთან, მაშინ როდესაც ახალგაზრდები ურბანულ სივრცეს უკავშირებენ საკუთარ მომავალს. სტატია აჩვენებს, რომ წალკაში ჩამოყალი­ბებულია ჰიბრიდული კულტურული სივრცე, სადაც აჭარული კულტურული მეხსიერება თანა­არ­სებობს და ურთიერთქმედებს სვანურ, ბერძნულ და სომხურ სოციალურ პრაქტიკებთან.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

02-07-2026

როგორ უნდა ციტირება

ბაგრატიონი ა. (2026). ახალი სიციოკულტურული გარემო და კულტურული მეხსიერება: აჭარიდან ჩასახლებულთა ყოველდღიური ცხოვრება წალკაში. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(1), 478–482; 483. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11836

გამოცემა

სექცია

ეთნოლოგია

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.