ფოლკლორულ ჟანრთა გენეტიკური კავშირისათვის

(ანდაზა, აფორიზმი, ფილოსოფიური ლექსი)

ავტორები

  • თინა შიოშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0002-4745-9260
  • თამარ მაჭუტაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0002-5709-9764

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11835

საკვანძო სიტყვები:

ფოლკლორი, გენეტიკური კავშირი, ანდაზა, აფორიზმი, ანეკდოტი, ფილოსოფიური ლირიკა

ანოტაცია

ხელოვნების ნებისმიერი დარგისათვის, უაღრესი სოციალურობის გამო, უცხოა კარჩაკეტილობა; ეს მით უფრო ითქმის ზეპირსიტყვიერებაზე, რომლის უმთავრესი სპეციფიკაა კოლექტიურობა - მრავალთა გულისთქმის გადმოცემა და სოციუმის ყველა ფენის სულიერ ქურაში გამოწრთობა, რაც ფოლკლორულ შემოქმედებაში ჟანრთა შორის გენეტიკურ კავშირში ვლინდება.

ხალხურ სიტყვიერებაში ჟანრთა შორის გენეტიკური კავშირის მკაფიო მაგალითებია ანდაზასა და პოეზიის სხვადასხვა სახეებს, ანდაზასა და იგავ-არაკს, ანდაზასა და სიტყვის მასალას, თიბვის ლექს-სიმღერებსა და სამგლოვიარო პოეზიას, საგმირო და საისტორიო, საგმირო-საისტორიო და სამგლოვიარო ზეპირსიტყვიერებას, ლეგენდას, თქმულებასა და გადმოცემას, მითსა და ლეგენდას შორის მრავალმხრივ სარგო ტრდიციული ურთიერთმიმართება, რაც ვლინდება გენეტიკური კავშირის მქონე ჟანრის ნაწარმოებთა ცალკეული ეპიზოდებისა და მოტივების ურთიერთშერწყმის სახით.

ფოლკლორულ ჟანრთა შორის გენეტიკური კავშირის თვალსაზრისით მეტად საინტერესოა ანდაზა-აფორიზმებსა და ხალხურ ფილოსოფიურ ლრიკას შორის ურთიერთმიმართების საკითხი, რასაც ეძღვნება წინამდებარე ნაშრომი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

02-07-2026

როგორ უნდა ციტირება

შიოშვილი თ., & მაჭუტაძე თ. (2026). ფოლკლორულ ჟანრთა გენეტიკური კავშირისათვის: (ანდაზა, აფორიზმი, ფილოსოფიური ლექსი). შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(1), 466–471; 472. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11835

გამოცემა

სექცია

ფოლკლორი

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.