ეკატერინე გაბაშვილის „მაგდანას ლურჯას“ ტრანსფორმაცია ტექსტიდან ეკრანზე

ავტორები

  • სოფიკო ჭუმბურიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0000-4735-9078

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11833

საკვანძო სიტყვები:

ეკატერინე გაბაშვილი, „მაგდანას ლურჯა“, გენდერული ანალიზი, ნეორეალიზმი, დედობის ნარატივი, სოციალური უსამართლობა

ანოტაცია

ნაშრომში ეკატერინე გაბაშვილის ცნობილი მოთხრობის ტექსტიდან ეკრანზე ტრანსფორმაციის საკითხს არა მხოლოდ კინემატოგრაფიული, არამედ (და უფრო მეტად) გენ­დერული თვალსაზრისითაც განვიხილავთ. კვლევის მიზანია, გამოიკვეთოს, როგორ იცვლება ქა­ლის ნარატიული ხმა ლიტერატურული ტექსტის კინემატოგრაფიულ ინტერპრეტაციაში.

მოთხრობა 1890 წელს დაიწერა. ფილმი კი თენგიზ აბულაძემ და რეზო ჩხეიძემ 1955 წელს, სულ სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებაში გადაიღეს. ჩვენს კვლევაში, განსაკუთრებული ყუ­რადღება ეთმობა ქალის სოციალური და ეკონომიკური დაუცველობის საკითხს, დედობის ფენო­მენსა და პატრიარქალური გარემოს გავლენას ქალის ბედზე. გენდერული თეორიის საფუძველზე ნაჩვენებია, რომ გაბაშვილის ტექსტში ქალის ხმა წარმოდგენილია როგორც ინდივიდუალური გამოცდილება, ხოლო ეკრანიზაციაში იგი გარდაიქმნება კოლექტიური სოციალური ტრაგედიის ნაწილად. სტატია ამტკიცებს, რომ მიუხედავად ნარატიული და ესთეტიკური განსხვავებებისა, ორი­ვე ნამუშევარში, ტექსტსა და ფილმში, მაგდანა რჩება ქალური სიმტკიცის, ღირსებისა და მორა­ლური ძალის სიმბოლოდ.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

02-07-2026

როგორ უნდა ციტირება

ჭუმბურიძე ს. (2026). ეკატერინე გაბაშვილის „მაგდანას ლურჯას“ ტრანსფორმაცია ტექსტიდან ეკრანზე. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(1), 451–455; 456. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11833

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.