იოსებ გრიშაშვილის ეროვნულ-პოლიტიკური მრწამსი

ავტორები

  • ავთანდილ ნიკოლეიშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0006-3339-2778

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11830

საკვანძო სიტყვები:

საქართველო, აკაკი პაპავა, მამულიშვილი, 25 თებერვალი, „საქართველოს რესპუბლიკა“

ანოტაცია

მიუხედავად იმისა, რომ აზრის თავისუფლად გამოხატვა ჩვენი ქვეყნის მოქა­ლა­ქეებს საქართველოში რუსული მმართველობის არსებობის ყოველ ეტაპზე ჰქონდათ მკაცრად შეზღუდული, მეფის დროინდელ რუსეთსა და საბჭოთა კავშირში ამ თვალსაზრისით არსებული მდგომარეობანი მაინც მნიშვნელოვანწილად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. კერძოდ, საბჭოთა რეჟიმამდელ პერიოდში აზრის გამოხატვის მხრივ უფრო მეტი თავისუფლება არსებობდა, ვიდრე კომუნისტური მმართველობის დროს. ამის ერთ-ერთ ნათელ გამოხატულებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საბჭოთა ხელისუფლებამდელი დროის ჩვენი მწერლობა გაცილებით ნაკლებად იყო კო­ნი­უნქტურული, ვიდრე შემდგომი პერიოდისა. სამწუხაროდ, საბჭოთა ეპოქაში მოღვაწე მწერალ­თა დიდი ნაწილის მსგავსად, ამ მოვლენამ იოსებ გრიშაშვილის (1889-1965 წწ.) შემოქმედებასაც დაასვა დაღი. კერძოდ, 1930-იანი წლებიდან დაწერილ მის ლექსებში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა იმ ლექსებმა, რომლებშიც იმდროინდელ იდეოლოგიურ მოთხოვნათა შესატყვისი ფორმით იყო განდიდებული საბჭოთა სინამდვილე. აღნიშნული ლექსებისგან განსხვავებით, 1910-1920-იან წლებში შექმნილ ლექსებში იოსებ გრიშაშვილმა რადიკალურად განსხვავებული სახით გამოხატა თავისი ეროვნული თვალთახედვა. კერძოდ, იმხანად შექმნილი პოეტური ტექსტებით იგი უკომპ­რომისოდ ავლენდა თავის ოპოზიციურ დამოკიდებულებას საბჭოთა ხელისუფლებისა და რუსული ოკუპაციისადმი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ამ ლექსების მხოლოდ ნაწილი იყო გამოქვეყ­ნე­ბული, ამგვარი სულისკვეთების გამომხატველი მისი ეს პოეტური ქმნილებანი ხალხში ფართოდ იყო გავრცელებული. ამ ლექსების შექმნის გამო პოეტი არაერთგზის იქცა დევნის ობიექტად. იოსებ გრიშაშვილისადმი ხელისუფლების მესვეურთა და საბჭოთა იდეოლოგიის მსახურ კრიტიკოსთა რეპრესიულმა დამოკიდებულებამ საბოლოოდ ის შედეგი გამოიღო, რომ 1930-იანი წლებიდან დაწყებული მისი შემოქმედება აშკარად მოექცა საბჭოთა იდეოლოგიის მარწუხებში.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

02-07-2026

როგორ უნდა ციტირება

ნიკოლეიშვილი ა. (2026). იოსებ გრიშაშვილის ეროვნულ-პოლიტიკური მრწამსი. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(1), 423–433; 434. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11830

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.