ნოდარ დუმბაძის რომანის „ნუ გეშინია, დედა“ სათაურის სემანტიკა

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11827

საკვანძო სიტყვები:

ანტისაბჭოთა დისკურსი, სათაური, დეკოდირება, სიმბოლო

ანოტაცია

ნოდარ დუმბაძის რომანს „ნუ გეშინია დედა“ მოვიაზრებთ ანტისაბჭოთა დისკურ­სის ნაწილად, მასში აშკარად გამოვლენილი ანტისაბჭოთა რიტორიკის, კულტურული იზოლაციის წინააღმდეგ ბრძოლის გამო. ის წარმოადგენს თავისი ეპოქის სოციოკულტურული მდგომარეობის პასუხს; გამოხატავს მწერლის სუბიექტურ პოზიციას XX საუკუნის 60–იან წლებში საბჭოთა სივრცეში მიმდინარე პროცესებზე.

ნაშრომში განვიხილავთ რომანის მხატვრულ მხარეს, იმ საშუალებებს, რომლებიც ავტორმა გა­მოიყენა თავისი მთავარი სათქმელის გასაშუქებლად, კერძოდ, გავიაზრებთ ნაწარმოების სათაურს, როგორც მხატვრული პირობითობის ერთ-ერთ გამოვლინებას, მის როლს მხატვრული ჩანაფიქრის რეალიზაციისას, იდეური შინაარსისა და სახეობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბებაში; განვსაზღვ­რავთ მის ესთეტიკურ ფუნქციას ნაწარმოების შინაარსთან კავშირში.

სათაურის დეკოდირება ჩვენი კვლევის მნიშვნელოვანი ასპექტია. ამ კვლევის შედეგად იკვეთე­ბა, როგორ მუშაობდა ავტორი ტექსტზე და განისაზღვრება მწერლისეული სტილის ორიგინალობის ხარისხი. ანალიზის დროს ყურადღებას ვამახვილებთ ისეთ სიმბოლოებსა და სააქცენტო სიტყ­ვებ­ზე, ასევე, მათ მნიშვნელობებზე, როგორიცაა: რიცხვი 13; „ახალი ღმერთი“; სატანისეული დამღა–ნიშნები; მზის სიმბოლო ჯვარი; მამალი როგორც ზეციური ცეცხლის – მზის – ზოომორფული ტრანს­ფორმაცია და განთიადის, სულიერი განახლების სიმბოლო; „პარიზის კომუნა“ როგორც სახელ­მწი­ფოებრივი პროპაგანდის მნიშვნელოვანი სიმბოლო. გარდა ამისა, მოვიხმობთ ტექსტთან ასოცი­რე­ბულ იგავებსა და გამონთქვამებს ბიბლიიდან. ანალიზის შედეგად ვასკვნით, რომ სათაური, თავისი ძლიერი პოზიციის წყალობით, მხატვრული ტექსტის მაორგანიზებელი ცენტრია, მისი კომპო­ზი­ციური დომინანტია.

ტექსტის სიღრმისეული გააზრების შედეგად გახდა ცნობილი, როგორ შეივსო სათაური კონ­ცეპტუალური მნიშვნელობით. „ნუ გეშინია, დედა“ – რომანის ბოლოს ამ სიტყვებით არა მარტო მთავარი გმირი მიმართავს დედის სახებას, არამედ ავტორი გვანუგეშებს, რომ დამთავრდა წყვდია­დის ჟამი, დადგა სინათლის, მზის, უფლის სუფევის ხანა, რომ ქვეყანაში იზრდება და ყალიბდება ღირსეული თაობა, დგება განთიადი. ჩვენი აზრით, სწორედ ეს გახლდათ რომანის სათაურში კოდირებული ავტორის მთავარი სათქმელი.

გამოქვეყნებული

02-07-2026

ციტირების წესი

გულუა ნ. (2026). ნოდარ დუმბაძის რომანის „ნუ გეშინია, დედა“ სათაურის სემანტიკა. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(1), 383–393; 394. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11827

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.