უილიამ ოკამის სუპოზიციების როლი ლინგვისტური აზროვნების განვითარებაში

ავტორები

  • ლევან ხალვაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0002-6544-2021

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11826

საკვანძო სიტყვები:

სუპოზიცია, აღმნიშვნელი გამონათქვამი, არააღმნიშვნელი გამონათქვამი, ნამდვილი მტკიცება, ცრუმტკიცება, კატეგორემატული სიტყვები, სინკატეგორემატული სიტყვები, აბსოლუტური ნიშნები, კონოტაციური ნიშნები

ანოტაცია

უ. ოკამის ფილოსოფიურ-ლოგიკური კონცეფცია მეცნიერული აზროვნების ფაქ­ტორია. მე-14 საუკუნეში მცირე აკადემიური რესურსის გამოკვლევით ინგლისელმა ფილოსოფოსმა ჩამოაყალიბა სამყაროს, აზროვნებისა და ენის ურთიერთმიმართების არისტოტელესაგან განსხვა­ვე­ბული კონცეპტუალური ხედვა. უ. ოკამს არ შეუქმნია გლობალური ფილოსოფიური თეორია, მეც­ნიე­რების ოლიმპოზე იგი დაიმკვიდრებს ადგილს სპეციფიკური შემოქმედებით - ნიშანთა და სუპოზიციათა ლოგიკური ანალიზით. მიღებულმა შედეგმა გაუსწრო დროს და ამიტომ საუკუნეთა განმავლობაში დარჩა სათანადო შეფასების გარეშე. ნამდვილად აქტუალური და მოთხოვნილი უ. ოკამის ნააზრევი გახდება მხოლოდ მე-20 საუკუნეში. ლინგვისტური ფილოსოფიის წარმომადგენ­ლები, ჯ. მურის, ბ. რასელის, ლ. ვიტგენშტაინის, ჯ. ოსტინის მიმდევრები, მრავალ ქვეყანაში სამყა­როს ფილოსოფიურ კვლევას უ. ოკამის მსგავსად აწარმოებენ მცირე ენობრივი მასალის ლოგიკური ანალიზით. ლ. ვიტგეინშტაინისა და ჯ. ოსტინის ნაშრომებში ენის ლოგიკურმა ანალიზმა სათავე დაუ­დო ლინგვისტურ პრაგმატიკას. სტატიაში შეფასებულია უ. ოკამის კონცეფციის განმაპირო­ბე­ბელი წინაისტორია, განხილულია ენის ანალიზის პრინციპები, შესწავლილია ავტორის იდეათა განვითარების გზა მეცნიერებაში.

გამოქვეყნებული

02-07-2026

ციტირების წესი

ხალვაში ლ. (2026). უილიამ ოკამის სუპოზიციების როლი ლინგვისტური აზროვნების განვითარებაში. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(1), 372–377; 378. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11826

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.