დიპლომატიური დისკურსის ლექსიკური თავისებურებები აღმოსავლეთის საკითხის გამწვავების პერიოდში
(თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საელჩოს 1880 წლის საარქივო დოკუმენტების საფუძველზე)
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11822საკვანძო სიტყვები:
დიპლომატიური დისკურსი, საარქივო დოკუმენტები, აღმოსავლეთის საკითხი, „ხისტი ძალა“, დიპლომატიური მიმოწერაანოტაცია
წარმოდგენილი ნაშრომი შესრულებულია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ორი დარგის — ისტორიისა და ლინგვისტიკის ჭრილში. კვლევის მიზანსა და ამოცანას წარმოადგენს დიპლომატიური მიმოწერის კონკრეტული დოკუმენტების ლექსიკური მახასიათებლების ანალიზი, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ლექსიკური შემადგენლობის თვისებების და ფორმატის შესწავლა, ასევე მისი როლისა და გავლენის განსაზღვრა აღმოსავლეთის საკითხის გადაწყვეტის პროცესში შესწავლილი პერიოდის დიპლომატიის ისტორიაში. ნაშრომში განისაზღვრება დიპლომატიური დისკურსის ცნება და გამოკვეთილია მისი ძირითადი მახასიათებლები. ფრანგული დიპლომატიური დისკურსის კონსტიტუტიური ნიშნების ანალიზი, რომელიც ეფუძნება აღმოსავლეთის საკითხის კრიზისული ეტაპის დიპლომატიური მიმოწერის საარქივო მასალების ტექსტებს, ცხადყოფს, რომ ლექსიკურ დონეზე დამახასიათებელია სამხედრო, იურიდიული და დიპლომატიური ტერმინოლოგიის ფართო გამოყენება. აღნიშნული გარემოება აიხსნება დასუსტებულ ოსმალურ იმპერიაზე განხორციელებული ზეწოლით, რომლის მიზანიც ბერლინის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების შესრულება იყო დეშიფრირებული და თარგმნილი.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





