რუმნიკის ეპისკოპოსის, წმინდა კალინიკეს საგამომცემლო-სასტამბო მოღვაწეობა
(1850-1868)
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11819საკვანძო სიტყვები:
რუმნიკის ეპარქია, ნაბეჭდი შრომები, სამასწავლებლო მსახურება, ლიტურგიკული (საღვთისმსახურო) წიგნები, ეპარქიალური სტამბა, კანონიკური სამართლიანოტაცია
წინამდებარე კვლევა აანალიზებს რუმნიკ ნოულ სევერინის (Râmnic Noul Severin) ეპისკოპოსის, წმინდა მღვდელმთავარ კალინიკეს საგამომცემლო-სასტამბო (ტიპოგრაფიულ) მოღვაწეობას, რომელიც განიხილება ეკლესიაში ეპისკოპოსის სამასწავლებლო მსახურების კონკრეტულ გამოხატულებად. მრავალი კანონიკური ნორმა სხვადასხვა ვალდებულებებს აკისრებს ეპისკოპოსს, როგორც ეპარქიის ფარგლებში დოქტრინალურ (მოძღვრებით) ავტორიტეტს (შდრ. კართაგენის საეკლესიო კრების 71-ე, 121-ე და 123-ე კანონები).
ამ მოვალეობებს შორისაა: სარწმუნოებრივი ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა (შდრ. მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრების მე-2 კანონი; სარდიკიის საეკლესიო კრების მე-2, მე-10 და მე-11 კანონები); სამწყსოზე ზრუნვა ეპარქიის სამღვდელოების თეოლოგიური განათლებისთვის (შდრ. წმიდა მოციქულთა მე-80 კანონი და პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მე-2 კანონი); ზრუნვა იმ პასუხისმგებლობაზე, რომლითაც სასულიერო პირები (მღვდლები და დიაკვნები) ქადაგებენ სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებას ეპარქიის სამრევლოებში (შდრ. წმიდა მოციქულთა 33-ე და 35-ე კანონები); სიყვარული და მზაობა მრევლისთვის უცვლელი დოქტრინალური ჭეშმარიტების სწავლებისა (შდრ. მეექვსე მსოფლიო [ტრულის] საეკლესიო კრების მე-2 კანონი) ქადაგების (შდრ. მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების მე-19 კანონი) და კატეხიზაციის (შდრ. მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების 95-ე და მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების მე-7 კანონები) მეშვეობით.
რუმნიკ ნოულ სევერინის ეპისკოპოსის, წმინდა მღვდელმთავარ კალინიკეს შემთხვევაში, სამასწავლებლო მსახურება რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ინიციატივასა და მიღწევაში გამოიხატა. მათ შორის იყო მდიდარი და ნაყოფიერი საგამომცემლო-სასტამბო მოღვაწეობა, რომელიც მან რუმნიკ ნოულ სევერინის ეპარქიაში განახორციელა.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





