ევროკავშირის ახალი სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11788საკვანძო სიტყვები:
შავი ზღვის რეგიონი, ევროკავშირი, ევროკავშირის უსაფრთხოება, უსაფრთხოების პოლიტიკა, საზღვაო უსაფრთხოება, რუსეთ-უკრაინის ომი, ჰიბრიდული საფრთხეებიანოტაცია
ნაშრომის მიზანია ევროკავშირის მიერ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ახალი სამოქმედო სტრატეგიის არსის კვლევა, რეგიონში შეცვლილი გეოპოლიტიკური გარემოს (განსაკუთრებით 2022 წლის რუსეთ-უკრაინის მოვლენების შემდეგ) და ძალთა ბალანსის ტრანსფორმაციის ფონზე. ნაშრომი ასევე იკვლევს ევროპის კავშირის მიერ უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტრუმენტების რევიზიას და სტრატეგიული ჩართულობის რეალურ პერსპექტივებს.
კვლევა აანალიზებს ევროკავშირის ახალი სტრატეგიის ძირითად მიმართულებებს შავი ზღვის რეგიონის მიმართულებით, მათ შორის საზღვაო ინფრასტრუქტურის განმტკიცების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის, ენერგეტიკული დივერსიფიკაციის ხელშეწყობის, ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მექანიზმების განვითარებისა და პარტნიორი სახელმწიფოების ინსტიტუციური მდგრადობის მხარდაჭერის შესაძლებლობებს.
ნაშრომის მიზანია შეაფასოს ახალი სტრატეგიის ეფექტიანობა რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფის, შეკავების პოლიტიკის გაძლიერებისა და კოლექტიური უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირების თვალსაზრისით.
კვლევა ეფუძნება ოფიციალური დოკუმენტების, სტრატეგიული კონცეფციებისა და ექსპერტული შეფასებების კრიტიკულ სინთეზს. კვლევის შედეგები წარმოაჩენს ევროკავშირის მზარდ ამბიციას, ჩამოყალიბდეს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების სტრუქტურული არქიტექტურის შემოქმედის რანგში და განსაზღვროს მისი გრძელვადიანი გეოპოლიტიკური როლი. კვლევის შედეგები ასევე წარმოაჩენს ევროკავშირის სტრატეგიის მოსალოდნელ ხარვეზებს და სტრატეგიის არაეფექტიანობის შესაძლო მოსალოდნელ მიზეზებს.
კვლევა ეყრდნობა ისეთ მეთოდებს როგორიცაა დოკუმენტების შესწავლა და კონტენტ-ანალიზი. ასევე სამეცნიერო ლიტერატურის, ინტერნეტ-რესურსებისა და სხვადასხვა კვლევითი ცენტრებისა და სახელმწიფო უწყებების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





