საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პოლიტიკა და ბათუმის მეჩეთის („ორთა ჯამე“) რეგისტრაციის საკითხი 1940-იან წლებში
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11771საკვანძო სიტყვები:
ისლამი, მუსლიმები, მეჩეთი, ორთა ჯამე, ბათუმიანოტაცია
სამამულო ომმა (1941-1945), საშინაო და საგარეო პოლიტიკური მიზეზების (მაგ., რელიგიური საკითხის გამოყენების აუცილებლობა საერთაშორისო პოლიტიკაში) ერთობლიობამ აიძულა საბჭოთა ხელისუფლება გადასულიყო დიალოგზე სხვადასხვა კონფესიებთან მიმართებაში, პირველ რიგში, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. აუცილებელი გახდა ისეთი ორგანოს ჩამოყალიბება, რომლის მეშვეობითაც ქვეყნის ხელმძღვანელობას შეეძლო რელიგიური პოლიტიკის განხორციელება.
1943 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოსთან ჩამოყალიბდა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა საბჭო (1943-1965), რომელიც ორიენტირებული იყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხებზე, მაგრამ განიხილავდა არამართლმადიდებელი რელიგიური ორგანიზაციების საკითხებსაც. თუმცა, გარკვეული წინააღმდეგობების მიუხედავად, შეიქმნა კიდევ ერთი სპეციალური სახელმწიფო ორგანო არამართლმადიდებლურ ორგანიზაციებთან სამუშაოდ. 1944 წლის 19 მაისის №572 განკარგულებით სსრკ სახალხო კომისართა საბჭოსთან ჩამოყალიბებული რელიგიური კულტების საქმეთა საბჭოს ექვემდებარებოდა სომხურ-გრიგორიანული, სტაროობრიადული, ბერძნულ-კათოლიკური, კათოლიკური და ლუთერანული ეკლესიები, მუსლიმთა, ებრაელებისა და ბუდისტების რელიგიური გაერთიანებები და სექტანტთა ორგანიზაციები (იგულისხმებოდნენ ადვენტისტები, ბაპტისტები და სსრ კავშირში ოფიციალურად დაშვებული სხვა ქრისტიანული სექტები).
რელიგიური კულტების საქმეთა საბჭოს ცენტრალური აპარატის რელიგიური პოლიტიკის სფეროში საქმიანობის პირველი შედეგი იყო საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს 1944 წლის 19 ნოემბრის №1603 დადგენილება „რელიგიური კულტების სამლოცველო ნაგებობის გახსნის პროცედურის შესახებ“. დადგენილებას შედეგად მოჰყვა სხვადასხვა საბჭოთა რესპუბლიკის მუსლიმებისა და მუსლიმური ორგანიზაციების მხრიდან განცხადებების წარდგენა რელიგიური კულტების საქმეთა საბჭოში 1930-იან წლებში დახურული მეჩეთების გახსნის მოთხოვნით.
ნაშრომში აჭარის სახელმწიფო ცენტრალურ არქივში, საქართველოს ეროვნულ არქივსა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო არქივში დაცული დოკუმენტების საფუძველზე განხილული და გაანალიზებულია ქ. ბათუმის მეჩეთის – „ორთა ჯამე“-ს გახსნასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





