ქალაქ ბათუმის სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა: გამოწვევები და გამოყენების პერსპექტივები

ავტორები

  • მერაბ ფუტკარაძე გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის პროფესორი https://orcid.org/0000-0003-3644-4626
  • ნინო ბერიძე ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი https://orcid.org/0009-0008-0463-9502

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10413

საკვანძო სიტყვები:

მდებარეობა, კომუნიკაცია, ტრანსპორტი, ეკონომიკა.

ანოტაცია

სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა ბევრად განსაზღვრავს ამა თუ იმ ქვეყნისა და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. ამ მიმართებით, ქალაქ ბათუმს გააჩნია საუკეთესო სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც ჯერ კიდევ სრულყოფილად არ არის გამოყენებული. შესაბამისად, არსებული მდგომარეობის შესწავლა და პრობლემების გადაჭრის მიმართებით ჩატარებული კვლევა საკმაოდ აქტუალურია. ნაშრომში, კვლევის ტრადიციული და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, შეფასებულია ქალაქ ბათუმის სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობის ძირითადი მახასიათებლები. განხილულია სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობის როლი ტრანსპორტის ცალკეული სახის ფუნქციონირებაში და გამოკვეთილია ტრანსპორტის პრიორიტეტული მიმართულებები. დადგენილია სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი უარყოფითი გავლენა სატრანსპორტო კომუნიკაციების სრულყოფილ ფუნქციონირებაში. გაანალიზებულია ტრანსპორტის ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი მახასიათებლები და გარკვეულია არსებული პრობლემები. კომპლექსური მიდგომით დადგენილია ტრანსპორტის ცალკეული სახის პრიორიტები და მათი როლი ქალაქის შიდა ტერიტორიულ სისტემებს შორის ჰარმონიულ ფუნქციონირებაში. შესაბამისად, დასაბუთებულია სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობის შემდგომი გამოყენების პერსპექტივები და დასახულია ლოჯისტიკის მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებები.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

19-12-2025

როგორ უნდა ციტირება

ფუტკარაძე მ., & ბერიძე ნ. (2025). ქალაქ ბათუმის სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა: გამოწვევები და გამოყენების პერსპექტივები. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 3(I), 862–868; 869. https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10413

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.