ქართული ჰაგიოგრაფიის სათავეებთან

ავტორები

  • ეკა ჩიკვაიძე ფილოლოგიის დოქტორი; თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი https://orcid.org/0009-0002-4096-6427

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10401

საკვანძო სიტყვები:

აგიოგრაფიული ჟანრის ფორმირება; ქართული ჰაგიოგრაფია; ქართული ჰაგიოგრაფიის გმირი.

ანოტაცია

საქართველოსა და ბიზანტიის ისტორიაში ჰაგიოგრაფიული (მოწამეობრივი) ლიტერატურის ჩამოყალიბება სხვადასხვა კონტექსტითაა ნაკარნახევი: თუკი I-IV საუკუნეებში წარმართულ რომში ტიპური იყო ქრისტიანთა დევნა, ქართულ რეალობაში ამ შინაარსით გვაქვს მხოლოდ ერთი ტექსტი, რომელიც კოლაელ ყრმათა მარტვილობას – მშობლების მიერ ქრისტიანობის გამო წამებულ ყრმათა ამბავს გადმოგვცემს – „კოლაელ ყრმათა წამება” (მიუხედავად იმისა, რომ წმიდა შუშანიკ დედოფალი სპარსეთის პოლიტიკურმა მოკავშირემ, ვარსქენმა აწამა, ტექსტს მწვალებელთა ეპოქის ტიპურ ნიმუშად ვერ ჩავთვლით). ამავდროულად, ქართულ ლიტერატურაში მწვალებლობის წინააღმდეგ მებრძოლები არ არიან; განსხვავებულია ქართული ჰაგიოგრაფიის კონტექსტი. დამპყრობელი მტრის მიერ წამებული მოწამე დამახასიათებელია ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურისთვის (მაგალითად, აბო, მიქაელ-გობრონი, ევსტათი მცხეთელი, დავითი და ტარიჭანი... ) ეს ქმნის დაპირისპირებულ წყვილს: გმირი-წმინდა და ანტიგმირი, არაქრისტიანი და არაქართველი დამპყრობელი მტერი. მაშასადამე, ქართული ჰაგიოგრაფიის გმირმა სხვა შინაარსი და იდეა შეიძინა: გარდა რელიგიის დაცვისა, მთავარი გმირი ეროვნული იდეების დამცველთან იყო დაკავშირებული (მაგ. აბო, მიუხედავად არაბული წარმოშობისა, მოწამეობრივი ადგილისა და ჰიმნოგრაფებისა და ჰაგიოგრაფების იდეოლოგიური მნიშვნელობის გამო თბილელს ან ისმაელყოფილს ეძახიან).

გამოქვეყნებული

19-12-2025

ციტირების წესი

ჩიკვაიძე ე. (2025). ქართული ჰაგიოგრაფიის სათავეებთან. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 3(I), 641–647; 648. https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10401

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება, ლიტერატურა და ფოლკლორი

მსგავსი სტატიები

Showing 1-10 of 50

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.