ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების ანდაზები

ავტორები

  • თინა შიოშვილი ფილოლოგიის დოქტორი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი https://orcid.org/0000-0002-4745-9260
  • თამარ მაჭუტაძე ფილოლოგიის დოქტორი; ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი https://orcid.org/0000-0002-5709-9764

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10400

საკვანძო სიტყვები:

მუჰაჯირები, პარემია, ზეპირსიტყვიერება, ფოლკლორი.

ანოტაცია

ქართველ მუჰაჯირთა პირველმა თაობამ მშობელი ქვეყნიდან მოწყვეტით გამოწვეული უკიდეგანო სევდა-წუხილის აკუმულირება იმითაც შეძლო, რომ შთამომავლობას უძვირფასეს ნობათად დაუტოვა მათი იდენტობის ერთ-ერთი უტყუარი გამოხატულება _ მშობელი ხალხის მიერ საუკუნეთა ტევრში გამოტარებული და ცხოვრების მკაცრი გაკვეთილებით დახვეწილ-ჩამოქანდაკებული ზეპირსიტყვიერება მისი მრავალრიცხოვანი ჟანრებით; ანდაზები სწორედ ფოლკლორისა და ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთი სახეა. სტატიაში მოყვანილია კვლევები, რომელიც სამეცნიერო ექსპედიციას ეფუძნება. კვლევის შედეგად ვლინდება, რომ მუჰაჯირებმა ახალიც შექმნეს, ახალი საცხოვრისის სოციალურ გარემოსაც მოერგნენ, ბუნებით კაცთმოყვარე და ძმობა-მეგობრობისათვის მუდმივად შემართულნი, ცხოვრობენ, გააქვთ თავიანთი წილი ლელო წუთისოფელში, ერთმანეთშიც საუბრობენ მშობლიურ ენაზე და იმაზეც გულწრფელად წუხან, რომ ახალი თაობა ამას მათებურად ვეღარ ახერხებს, ძალიან ბევრი მიზეზის გამო.

გამოქვეყნებული

19-12-2025

ციტირების წესი

შიოშვილი თ., & მაჭუტაძე თ. (2025). ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების ანდაზები. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 3(I), 631–635; 636. https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10400

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება, ლიტერატურა და ფოლკლორი

მსგავსი სტატიები

Showing 1-10 of 27

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.