სიმონიკა ბერეჟიანის შეუმდგარი „პაემანი მთაწმინდაზე“

ავტორები

  • ელზა ფუტკარაძე ფილოლოგიის დოქტორი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი https://orcid.org/0009-0000-9800-2183
  • ფატი აბაშიძე ფილოლოგიის დოქტორი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი https://orcid.org/0009-0005-9995-5716

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10397

საკვანძო სიტყვები:

მწერლობა; ემიგრანტული ლიტერატურა; სამშობლო; რეალობა და მომავალი.

ანოტაცია

ქართული ემიგრანტული მწერლობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია სიმონ (სიმონიკა) ბერეჟიანი, რომლის მრავალმხრივი შემოქმედება თითქმის უცნობია საქართველოში. მისი პოეზია კი ნამდვილად არის ქართული პოეტური სიტყვიერების განუყოფელი ნაწილი და სახასიათო ემიგრანტული ხმა ქართული პოეზიისა. ს. ბერეჟიანის შემოქმედების მთავარი სათქმელი სამშობლო ქვეყნის სატკივარია. სამშობლოს მოშორებული პოეტი ფიქრით, საქმითა და ყოველდღიურობით სამშობლოს სატკივარის მოყურადე და თავგანწირული დარაჯია. წუხს საქართველოს სადარდებელ-სატკივარზე. ესაა მისი ფიქრის და მოუსვენრობის საგანიც. შესაბამისად, მისი შემოქმედების სათქმელი სამშობლოს აწმყო და მომავალია. „თავდავიწყებული მიჯნური სამშობლოსი“ უფლის მიერ ადამიანთათვის ბოძებულ ძვირფას ჯილდოს-სიცოცხლეს უყოყმანოდ სწირავს ქვეყანას. თავისუფლებადაკარგული ქვეყანა, თებერვლის სუსხი მწარე რეალობაა პოეტისათვის. სხვა სათქმელს არ გვანდობს მისი ნაწერები. მისი შემოქმედება ერის უბედურების ანარეკლია, რომელსაც კიდევ უფრო ამძაფრებს მშობლიურ საბუდარს, მშობლიურ მიწას მოშორებული პოეტის ყოველდღიური ტკივილის, სამშობლოს უკიდეგანო სიყვარულის, უსაზღვრო მონატრების, მშობლიური ეზო-კარის ნახვის წყურვილით გამოწვეული განცდები. ეს ემოცია გადამდებია მკითხველისათვისაც. კითხულობ მის მხატვრულ ნააზრევს და გტკივა ერის ტკივილი, გტკივა პოეტის ტკივილიც, გაცრემლებს მისი წუხილი. გესმის სამშობლო ქვეყნის ბედზე მოფიქრალი პოეტის გულის ძგერა და ეს ყველაფერი უდიდესი ემოციით გავსებს. დიახ, ტკივილი ხმიანდება მისი შემოქმედებით და სათქმელის მხატვრული სამოსელიც ისევ ტკივილია პოეტისათვის. სწორედ, ეს სათქმელია წარმოდგენილი სიმონ ბერეჟიანის პოემაში „პაემანი მთაწმინდაზე“. ნაშრომის მიზანიც ამ პოემის იდეა-მიზანდასახულობის ჩვენება და მისი ჩვენეული შეფასებაა. ამასთანავე, ხაზგასმა იმისაც, რომ ს. ბერეჟიანის შემოქმედება მეოცე საუკუნის ქართული მწერლობის განუყოფელი ნაწილია და თავისი შემოქმედებითი ხელწერით იმსახურებს სათანადო ადგილს ქართული ლიტერატურის ისტორიაში.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

19-12-2025

როგორ უნდა ციტირება

ფუტკარაძე ე., & აბაშიძე ფ. (2025). სიმონიკა ბერეჟიანის შეუმდგარი „პაემანი მთაწმინდაზე“. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 3(I), 590–597; 598. https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10397

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება, ლიტერატურა და ფოლკლორი

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.