ინტერკულტურული სივრცის ანალიზი XX საუკუნის ბოლო ათწლეულის ქართულ ლირიკაში

ავტორები

  • ქეთევან სამადაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გრიგოლ წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკა https://orcid.org/0009-0001-3061-4949

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10394

საკვანძო სიტყვები:

„პოსტსაბჭოთა“ თაობა; ლირიკული ლექსი; ინტერკულტურული ურთიერთობა.

ანოტაცია

მხატვრული ტექსტი გლობალური პროცესების სარკეა: ასახავს მსოფლიოში მიმდინარე მიგრაციას, ტრანსნაციონალიზმსა და კულტურათაშორის გაცვლით ურთიერთობებს, მონაწილეობას იღებს ახალი თემების წარმოჩენასა და ჩამოყალიბებაში.
XX საუკუნის შუა წლებში აღმოცენებული პოსტმოდერნიზმი არის რთული და მრავალშრიანი კულტურული, ფილოსოფიური და მხატვრული ფენომენი. იგი ხასიათდება უნივერსალური ჭეშმარიტებისა და იდეების შესახებ სკეპტიკური დამოკიდებულებით, აქცენტირდება სუბიექტივიზმზე, მხატვრული სტილის თამაშსა და ფორმებზე. პოსტმოდერნიზმმა რადიკალური გავლენა მოახდინა ტექსტის ჟანრისა და სტრუქტურის ტრადიციულ წარმოდგენებზე ენის, აზრისა და სუბიექტივიზმის ბუნების ცვლილების პარალელურად.
ლირიკა სინამდვილის, ადამიანის ყოფა-ცხოვრებისა და სულიერი მდგომარეობის გამომხატველია. იგი განცდების განზოგადებას ემსახურება. ავტორის ემოციური განწყობილების ზოგადსაკაცობრიო სათქმელად გადაქცევა ლირიკული ლექსის მთავარი დანიშნულებაა. მისი საშუალებით პოეტური ხილვები მხატვრულ ტექსტებად გარდაიქმნება, ემპირიული მოცემულობა კი განცდების გამოვლინების დამხმარე საშუალებაა.
XX საუკუნის უკანასკნელი ათწლეულის ეთნოპოლიტიკური კონფლიქტებითა და ეკონომიკური გამოწვევებით წარმოქმნილმა სირთულეებმა საქართველოში პირდაპირი ასახვა პოვა ახალი პოეტური თაობის აზროვნების რაკურსზე. „ომისშემდგომ“, „პოსტსაბჭოთა“, არაიშვიათად კი „დაკარგულ“, „გაბზარულ“ ან „გატეხილ“ თაობად მოიხსენიებენ ასპარეზზე 90-იანებში გამოსულ ლიტერატორებს. (იმნაიშვილი, 2010) მათ ნაწარმოებებში აქტუალურობა შეიძინა ქართულ რეალობასთან შეჯერებულმა პოსტმოდერნისტულმა ტენდენციებმა და სოციოკულტურულმა პრობლემატიკამ.
90-იანელთა ოთხი წარმომადგენლის – ნათია გიორგაძის, ზაზა თვარაძის, ანდრო ბუაჩიძისა და რატი ამაღლობელის ლირიკული ლექსების განხილვა XX საუკუნის ბოლო ათწლეულის ინტერკულტურული სივრცის ანალიზის ნოყიერ ნიადაგს ქმნის.
კვლევის ძირითადმა შედეგებმა ცხადყო, რომ, როგორც თხუთმეტსაუკუნოვანი მთლიანობის მანძილზე, ისე XX საუკუნის მიწურულსაც, ქართული ლიტერატურა ფეხს უწყობდა მსოფლიოში მიმდინარე სიახლეებს. საკვლევ პერიოდში მასზე ძლიერ გავლენას ახდენს პოსტმოდერნიზმი – ციტატებით თამაში, ალუზია, სუბიექტივიზმი, ტექსტთაშორისი აბსტრაქცია და სხვ. „პოსტსაბჭოთა“ თაობის ლირიკული ნაწარმოებების თვალსაჩინო მახასიათებლებია.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

19-12-2025

როგორ უნდა ციტირება

სამადაშვილი ქ. (2025). ინტერკულტურული სივრცის ანალიზი XX საუკუნის ბოლო ათწლეულის ქართულ ლირიკაში. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 3(I), 561–566; 567. https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10394

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება, ლიტერატურა და ფოლკლორი

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.