ერთი ისტორიულ-დოკუმენტური ხასიათის ამერიკული რომანი საქართველოს შესახებ

ავტორები

  • ოთარ ნიკოლეიშვილი ისტორიის დოქტორი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი https://orcid.org/0009-0009-1720-2040

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10357

საკვანძო სიტყვები:

საქართველო; აშშ; ისტორია; პოლიტიკა.

ანოტაცია

ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა დროს არაერთი საინტერესო პიროვნება სწვევია. გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩვენს ქვეყანაში სტუმრად მყოფ ასეთ საპატიო პიროვნებათა შორის იყო ცნობილი ამერიკელი მწერალი რობერტ დევიდ კაპლანი. გარდა საქართველოსა, იმ დროისათვის მან ასევე იმოგზაურა ბალკანეთის ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში და ამ მოგზაურობის შედეგად მიღებული შთაბეჭდილებები საინტერესოდ ასახა რომანში – „აღმოსავლეთით – თათრეთისაკენ.“ დასახელებული რეგიონების ქვეყნებში არსებული მდგომარეობის აღწერასთან ერთად, რომანში საგულისხმო ადგილი აქვს დათმობილი საქართველოს ისტორიისა და გასული საუკუნის 90-იან წლებში აქ არსებული ვითარების ასახვასაც. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი მწერლის რომანში ჩვენი ქვეყნის ისტორიული ყოფა და თანადროული სინამდვილე ძირითადად სწორადაა აღწერილი, აქვე არც ის ფაქტი შეიძლება დავტოვოთ უყურადღებოდ, რომ ცალკეული საკითხები ავტორს ცალმხრივად აქვს გააზრებული. ქართული რეალიების წარმოსახვის დროს რ. კაპლანის რომანში არსებულ ამგვარ ხარვეზებზე ყურადღება იმიტომაც უნდა გავამახვილოთ, რომ არაქართველ მკითხველთა გარკვეულმა ნაწილმა სწორედ ამ და მსგავსი ნაწარმოებებით შეიძლება მიიღონ ის ინფორმაცია, რომლის შედეგადაც არასწორი წარმოდგენა შეექმნებათ ჩვენი ქვეყნის წარსულსა და თანამედროვე მდგომარეობაზე.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

19-12-2025

როგორ უნდა ციტირება

ნიკოლეიშვილი ო. (2025). ერთი ისტორიულ-დოკუმენტური ხასიათის ამერიკული რომანი საქართველოს შესახებ. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 3(I), 265–269; 270. https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10357

გამოცემა

სექცია

ისტორია და პოლიტოლოგია

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.