საქართველოს საზღვაო სანაოსნო ისტორიიდან (სარქივო სამმართველოში დაცული დოკუმენტური მასალების მიხედვით)
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10356საკვანძო სიტყვები:
ბათუმის ნავსადგური, შორეული ნაოსნობა, კაბოტაჟი, სავაჭრო ტვირთბრუნვა, სავალუტო მოგება.ანოტაცია
საქართველოში ნაოსნობას დიდი ხნის ისტორია აქვს. აღნიშნულ საკითხს ქართველ და უცხოელ მეცნიერთა არაერთი ნაშრომი მიეძღვნა. რუსეთის მიერ შავი ზღვის ქართული სანაპიროს დაპყრობის შემდეგ, საფუძველი ეყრება შორეული ნაოსნობის განვითარებას, იქმნება რუსული საზღვაო-სავაჭრო ფლოტი, დაიწყო ევროპის და აზიის დამაკავშირებელი საზღვაო გზების აღდგენა-გაფართოება. 1921 წლიდან ბათუმის პორტი გასამხედროებული იყო. ბათუმის პორტთან არსებობდა ამიერკავკასიის ზღვათა სპეციალური სამმართველო, რომელიც აწარმოებდა გემების რეგისტრაციას და დოკუმენტების შემოწმებას. შავ ზღვაზე გემების მშვიდობიან მიმოსვლას და მეზღვაურის სიცოცხლის უსაფრთოებას უზრუნველყოფდა საერთაშორისო მნიშვნელობის კონვენციები. ყველა სახის საზღვაო ტრანსპორტისთვის დაწესებული იყო ტექნიკური ხასიათის მოთხოვნები. გემები აღჭურვილი იყო მაღალი სტანდარტის მქონე რადიოთი და გამაფრთხილებელი ხმოვანი სასიგნალო სისტემით. არსებული კონვენციით გათვალისწინებული იყო ყველა სახის საშიშროება, მათ შორის ხანძარი, გემების შეჯახება და ა.შ. შავიზღვისპირეთის სავაჭრო ფლოტის კომერციულ განყოფილებას საათებსა და წუთებში გათვლილი და დამტკიცებული ჰქონდა ბათუმის პორტში შემოსული და გასული გემების გრაფიკი. 1967-1974 წლების განმავლობაში იმყოფებოდნენ საზღვარგარეთის 75 ქვეყნის პორტში. საქართველოს საზღვაო სანაოსნო იქმნებოდა შიშველ ადგილზე, მას არ გააჩნდა ფლოტი, არ იყო აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სატრანსპორტო მეურნეობა, კადრები.
1969 წელს ბათუმის საზღვაო პორტში საზღვარგარეთის დროშით შემოვიდა 386 გემი (ბულგარეთი, იტალია, საბერძნეთი, ინდოეთი, პოლონეთი, ფინეთი, ნორვეგია, იუგოსლავია, კვიპროსი, დანია, ესპანეთი, რუმინეთი, მექსიკა და ა.შ.) შემოდიოდა ნავთობპროდუქტები, ხილ-ბოსტნეული, ლითონი. 1973 წელს საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გააჩნდა 395 ტონაჟის 40 ტანკერი. 1977 წელს სავალუტო მოგებამ შეადგინა 155 ათასი მანეთი. 1973 წლის 8 იანვარს ბათუმის პორტი შავი ზღვის პორტებს შორის აღიარეს საუკეთესოდ.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





