ეკომიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის რეგიონული ანალიზი აჭარის მაგალითზე
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10354საკვანძო სიტყვები:
რეგიონი, ეკომიგრაცია, სახელმწიფო პოლიტიკა, სახელმწიფო პროგრამა.ანოტაცია
ნაშრომში მოცემულია ეკომიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის რეგიონული დონის ანალიზი აჭარის მაგალითზე. შესწავლილია როგორც ეკომიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ისტორიული კონტექსტი, ასევე ეკომიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის მიზნები და ეკომიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგია თანამედროვე ეტაპზე. კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ აჭარის რეგიონის მაგალითზე ეკომიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ინსტიტუციონალური უზრუნველყოფის განვითარებამ სხვადასხვა ეტაპი განვლო. თანამედროვე ეტაპზე ეკომიგრაციული პროცესების მიმართულებით ხელისუფლების მიერ შემუშავებულია შესაბამისი პოლიტიკა, თუმცა კვლევამ აჩვენა რომ აუცილებელია ეკომიგრაციისა და განსახლების მიმართ სახელმწიფოს მიერ სისტემური სტრატეგიის ჩამოყალიბება.
კვლევამ აჩვენა რომ აჭარის რეგიონიდან განსახლებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ინტერესები საცხოვრებელი ადგილის შერჩევის პირობებში ნაკლებად ან საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. მათ ძირითადად ადგილობრივ თემებში შერეულად ასახლებდნენ, სადაც განსხვავებულ კულტურულ, სამეურნეო და ყოფითი პირობები იყო მათვის. ინტეგრაცია-ადაპტაციის თვალსაზრისით კიდევ უფრო ართულებდა ის გარემოება, რომ აჭარის რეგიონიდან განსახლებულ ეკომიგრანტებს კონფესიური თვალსაზრისით ჰქონდათ განსხვავებული ისტორიული მემკვიდრეობა. ამ მოცემულობის გათვალისწინებით ადგილობრივ გარემო პირობებთან შეგუებას და ინტეგრაციას ეს ხელს უშლიდა. ამა თუ იმ ჯგუფის კულტურის, ყოფითი და სამეურნეო თავისებურებების გათვალისწინების გარეშე მიგრაციული პროცესები რთულად აისახება კულტურათაშორის ურთიერთობებში. ამას თან ემატებოდა ის რომ სახელმწიფოს მხრიდან განსასახლებელ ოჯახებთან არ ტარდებოდა სათანადო წინასწარი საკომუნიკაციო ღონისძიებები, რის გამოც ჩასახლების ადგილებში არსებული ვითარების შესახებ მათ ჰქონდათ სერიოზული ინფორმაციული დეფიციტი, ვერ აცნობიერებენ თუ რა სახის ახალ რეალობაში მოუწევდათ ცხოვრება, ეს კი, განსახლების შემდგომ, ადაპტაციის პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებდა, რაც უკუმიგრაციული პროცესების და ადგილობრივ თემებთან კონფლიქტური სიტუაციების მასტიმულირებელ გარემოებად იქცეოდა და რისი არაერთი მაგალითიც არსებობს დღესაც.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





