„შუა დერეფნის“ სატრანზიტო კორიდორი და შავი ზღვის უსაფრთხოება

ავტორები

  • ბექა მანაგაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი https://orcid.org/0009-0008-4203-1856

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10329

საკვანძო სიტყვები:

შუა დერეფანი; ტრანს-კასპიური მარშრუტი (TITR); საქართველო; ევრაზიული ტრანზიტი; გეოპოლიტიკა; ინფრასტრუქტურული განვითარება; ანაკლიის პორტი; ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა; რეგიონული თანამშრომლობა; უსაფრთხოება; პოლიტიკური კოორდინაცია; დიპლომატიური ბალანსი; შავი ზღვის რეგიონი.

ანოტაცია

21-ე საუკუნის გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა, განსაკუთრებით 2022 წელს დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, მნიშვნელოვნად შეცვალა ევრაზიული ტრანზიტული მარშრუტები. ტრადიციული სატრანსპორტო არხების გარშემო მზარდმა პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და უსაფრთხოების რისკებმა გახადა აუცილებელი ალტერნატიული დერეფნების ძიება. ერთ-ერთი ასეთი ალტერნატიული მარშრუტი გახდა „შუა დერეფანი“ (ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი – TITR), რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახალი გეოპოლიტიკური რეალობების ფონზე. ეს სტატია შეისწავლის საქართველოს როლს „შუა დერეფანის“ განვითარებაში და პოტენციალს, რომელიც მას შეიძლება ჰქონდეს საერთაშორისო ტრანზიტულ კონკურენციაში სტრატეგიული უპირატესობის დამყარებაში.
მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს შუა დერეფანზე გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 86%-ით გაიზარდა, ზოგიერთი გამოწვევა კვლავ არსებობს, როგორიცაა რეგულაციების ჰარმონიზაცია, საბაჟო პროცედურების გამარტივება და პოლიტიკური კოორდინაციის გაზრდა. ამასთან, სტატია ხაზს უსვამს, რომ შუა დერეფნის განვითარება მხოლოდ ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე არ არის დამოკიდებული – მას სჭირდება პოლიტიკური სინქრონიზაცია, ეკონომიკური ხედვა და რეგიონული თანამშრომლობა, სადაც საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აზიასა და ევროპას შორის, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და პორტების განვითარება, განსაკუთრებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ხელს უწყობს საქართველოს როლს ტრანზიტული ჰაბის სახით. პოლიტიკურ კონტექსტში, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია დიპლომატიური ბალანსის შენარჩუნება ევროკავშირს, ჩინეთს, თურქეთსა და ცენტრალურ აზიას შორის, უსაფრთხოების და დიპლომატიური გამოწვევების მართვისას.
საქართველომ უნდა გააძლიეროს სამი სტრატეგიული სფერო: ინფრასტრუქტურული განვითარების, რეგიონული და გლობალური პოლიტიკური ინტეგრაციისა და შიდა პოლიტიკის ბალანსი. ასევე, მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფა „შუა დერეფნის“ ხანგრძლივი წარმატებისათვის.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

18-12-2025

როგორ უნდა ციტირება

მანაგაძე ბ. (2025). „შუა დერეფნის“ სატრანზიტო კორიდორი და შავი ზღვის უსაფრთხოება. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 3(I), 222–228; 229. https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10329

გამოცემა

სექცია

ისტორია და პოლიტოლოგია

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.