თურქეთის საშინაო პოლიტიკის ძირითადი პრობლემები XXI საუკუნეში
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10328საკვანძო სიტყვები:
თურქეთის საშინაო პოლიტიკა, პრობლემები, სამართლიანობისა და განვითარების პარტია, „ახალი თურქეთი“.ანოტაცია
XXI საუკუნის დასაწყისი თანამედროვე თურქეთის საშინაო პოლიტიკაში განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს, რადგანაც, სწორედ ამ პერიოდში, ქვეყნის ცხოვრებაში აქტიურად იჩინა თავი საერო და ისლამური მიმართულების წრეთა დაპირისპირებამ.
XXI საუკუნის დასაწყისში ისლამისტური მიმართულების სამართლიანობისა და განვითარების პარტიის წარმატება მოულოდნელი არ იყო. მას ნიადაგი მოუმზადა XX საუკუნის 90-იანმა წლებმა, როდესაც ისლამური ორიენტაციის კეთილდღეობის პარტიამ საერო მიმართულების პარტიების გვერდით დაიკავა ლიდერის პოზიცია და თურქეთის ისტორიაში პირველად მოიპოვა უმრავლესობა პარლამენტში.
XXI საუკუნის დასაწყისში მოვლენათა ამგვარმა განვითარებამ შოკური ეფექტი მოახდინა, როგორც რესპუბლიკური თურქეთის საერო ხელისუფლებაზე, ისე დასავლელ პოლიტიკოსებზე. თურქეთი, როგორც ნატოს წევრი, ევროკავშირში შესვლის კანდიდატი ქვეყანა, ისტორიული არჩევანის წინაშე დადგა: კვლავ გადაიქცეოდა ისლამურ სამართალსა და ფასეულობებზე დაფუძნებულ სახელმწიფოდ თუ დარჩებოდა როგორც საერო სახელმწიფო.
2000-2024 წლებში საერო ხელისუფლება (როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო) გვერდს უვლის ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-პოლიტიკური ვითარების ნამდვილ მიზეზებს და არ ავლენს რეალობას. თუმცა ბევრი მათგანი მათ მიერვე არის ხელოვნურად შექმნილი.
ჩვენი ნაშრომის მიზანია, ნათლად ავსახოთ 2000-2024 წლების თურქეთის საშინაო პოლიტიკის აქტუალური საკითხები, კერძოდ, ისლამური სამართლიანობისა და განვითარების პარტიის და მისი ლიდერის – რეჯეფ თაიფ ერდოღანის როლი ქვეყნის ცხოვრებაში.
ნაშრომის ქრონოლოგიური ჩარჩოები მოიცავს 2000-2024 წლებს. ეს უმთავრესად განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სწორედ ამ დროს თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში დაიწყო ახალი ეტაპი, რომელიც ხასიათდება პოლიტიკური ისლამის შემდგომი აღმავლობით ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, რამაც ისლამური სამართლიანობისა და განვითარების პარტიას და მის ლიდერს რეჯეფ თაიფ ერდოღანს დიდი წარმატებები მოუტანა და ნათელი გახდა მათი პოზიციები და დამოკიდებულება საერო მმართველობასა და დემოკრატიულ ღირებულებებისადმი თანამედროვე თურქეთის საშინაო პოლიტიკაში.
ამგვარად, წარმოდგენილ ნაშრომში აღნიშნული საკითხების შესწავლა ნათელს მოფენს 2000-2024 წლების თურქეთის საშინაო პოლიტიკის ზემოაღნიშნულ საკითხებს.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





