შავიზღვისპირეთი – ცივილიზაციის თეორია და მდგრადი განვითარება
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10318საკვანძო სიტყვები:
ცივილიზაცია, მდგრადი განვითარება, ტრადიციები, ეკოტურიზმი.ანოტაცია
როგორც ცნობილია, ცივილიზაცია საზოგადოების კულტურული განვითარების უმაღლესი საფეხურია. ის ხასიათდება კარგად ორგანიზებული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური სტრუქტურებით, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალაა სულიერების, განათლების ელემენტები. ისინი ყალიბდებოდა „გონიერი ადამიანის“ და გარემომცველი სამყაროს ხანგრძლივი, შემოქმედებითი ურთიერთობის პროცესში. ის მოიცავს არა მარტო სახელმწიფოებრივი, დემოკრატიული მართვის პრინციპებს, რწმენა-წარმოდგენების სისტემას, არამედ ზნეობრივ ნორმებს, ყოველდღიურობის რეგლამენტაციებს. მათ საფუძველზე ყალიბდებოდა ურთიერთობა ადამიანებსა და ცალკეულ სოციალურ ჯგუფებს შორის, ჯერ ოჯახში, და შემდგომ გვარში, თემში, ტომსა და ტომთა კავშირებს შორის, რაც საფუძველი გახლდათ სახელმწიფოს, უპირატესად ქალაქ-სახელმწიფოების წარმოშობისა. ქალაქ-სახელმწიფოების, მათი ეკონომიკისა და კულტურის შემდგომი განვითარება უშუალოდ განაპირობა დამწერლობის წარმოშობამ, რომლის გარეშე წარმოუდგენელია ცივილიზაციის ფორმირების პროცესი. ცივილიზაციის მიზანია კაცობრიობის კეთილდღეობა, ადამიანის ცხოვრების კულტურული დონის ამაღლება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
თანამედროვე კულტუროლოგიაში უდიდესი მნიშვნელობა ექცევა ცივილიზაციების თეორიას და კულტურის ისტორიას, მათი მომავალი ხვედრის გააზრებას, რაშიც მოიაზრება ამა თუ იმ ქვეყნის მდგრადი განვითარება, რომლის კონტექსტშიც იგულისხმება განვითარება არსებულ რესურსებზე დაყრდნობით, ზიანის მიყენების გარეშე. სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში დაბეჯითებით საუბრობენ XXI ს. ე.წ. მეხუთე თაობის თანამედროვე ლოკალური ცივილიზაციების თავისებურებაზე, ცივილიზაციის მომავალზე, მისი განვითარების პერსპექტივა ჯერჯერობით ბუნდოვანია. ამჟამად ქვეყნად კვლავ მიმდინარეობს „ცივილიზაციური ომები“. დასავლური (ევროპული) და აღმოსავლური (აზიური) კულტურების, ქრისტიანების და მუსლიმების დაპირისპირება, რაც ჩვენი პლანეტის მომავალზე ოპტიმისტური დასკვნების გაკეთების საშუალებას ნაკლებად იძლევა.
21-ე საუკუნეში ნებისმიერი ქვეყნის განვითარების ერთადერთ უალტერნატივო გზად მდგრადი განვითარება იქნა მიჩნეული, რომელიც არის განუწყვეტელი ცვლილებების პროცესი. შავიზღვისპირეთის ეკოტურიზმი საქართველოსთვის არის ბუნებრივი და სოციო-კულტურული რესურსების კონსერვაციის მექანიზმი და ასევე მდგრადი განვითარების საშუალება. ეკოტურიზმს ოთხი მთავარი ქვაკუთხედი გააჩნია: განვითარების მდგრადობა, ეკონომიკური სარგებლიანობა, ტრადიციებისა და ადგილისათვის დამახასიათებელი ცხოვრების სტილის შენარჩუნება და საგანმანათლებლო კომპეტენციები, რის საფუძველზეც შესაძლებელია არა მარტო შავიზღვისპირეთის რეგიონის, არამედ სრულიად საქართველოს პროგრესული განვითარება.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





