დრო-სივრცული პარადიგმა ლიტერატურული ნაწარმოების კინოადაპტაციაში
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10308საკვანძო სიტყვები:
დრო-სივრცული პარადიგმა; კინოადაპტაცია; ინტერმედიალობა.ანოტაცია
ჩვენი კვლევის ობიექტში ლიტერატურულ ეკრანიზაციებში დრო-სივრცული პარადიგმის ანალიზი ექცევა, რომელიც ნათელს მოჰფენს, თუ რა ხერხებითაა შესაძლებელი, ლიტერატურული ტექსტის ნარატიული სტრუქტურები ვიზუალურ ფორმატში გარდაიქმნას და რა გავლენას მოახდენს ყოველივე დროისა და სივრცის აღქმაზე. ლიტერატურული ნაწარმოებების კინოადაპტაციაში, დროითი პერსპექტივები და სივრცითი განლაგება წამყვანი მნიშვნელობის მქონე ელემენტებს წარმოადგენენ, რომლებიც როგორც პერსონაჟების განვითარებაზე, ასევე თხრობის თემატურ გაშლაზე ახდენენ გავლენას. ლიტერატურული ნაწარმოები ხასიათდება კომპლექსური, არაწრფივი ნარატიული სტრუქტურებით, მათ შორის, რეტროსპექტიულობით (ფლეშბექი), წინადროულობით (დროში წინ გასწრება), პროლეპსისითა და პარალელური სიუჟეტებით, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს, გაითავისოს პერსონაჟისა და სიუჟეტის განვითარების ხაზი. ამრიგად, ფილმად გარდაქმნის პროცესში ლიტერატურული ნაწარმოების დროითი და სივრცული პერსპექტივების ცვლილებათა გზებს ვიკვლევთ. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ დრო სივრცის გარეშე და პირიქით ვერ იარსებებს. თუმცა მედიალურ ფორმირებებში ხშირია სივრცისა და დროის ლიტერატურული ნაწარმოების ავტორისაგან განსხვავებული აღქმა, განსაკუთრებით ფილმის გადაღებისა და შექმნის პროცესში, ვინაიდან გასათვალისწინებელია რიგი კინოტექნიკური მახასიათებლები.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





