ახალი მონაცემები სოფ. ქობულეთის ობსიდიანის მომარაგებისა და უძველესი ადამიანის მობილურობის შესახებ
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10222საკვანძო სიტყვები:
სოფ. ქობულეთი, კავკასია, ობსიდიანი, XRF, მობილურობა.ანოტაცია
სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის პრეისტორიული ხანის არქეოლოგიურ ძეგლებში ობსიდიანის წარმომავლობისა და მომარაგების საკითხის კვლევა უკანასკნელ პერიოდში ქართველი და უცხოელი მკვლევრების მიერ აქტიურად მიმდინარეობს. მეცნიერულად შესწავლილი და გამოქვეყნებულია აჭარის შავიზღვისპირა ზოლის მეზოლითური და ნეოლითური ეპოქის ნამოსახლარებზე დადასტურებული ობსიდიანის ინვენტარი, დადგენილია მათი წარმომავლობა და გავრცელების არეალი. გაკეთებულია სათანადო დასკვნები, რაც უნიკალურ ინფორმაციას იძლევა უძველესი ადამიანის გადაადგილებისა და მობილურობის შესახებ. 2022 წ. საინტერესო მონაცემები გამოქვეყნდა სოფ. ქობულეთის ობსიდიანის შესახებ (G. M. Chkhatarashvili G.). თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა ობსიდიანის მომარაგების მესამე წყაროს იდენტიფიცირება. წარმოდგენილ ნაშრომში სწორედ უახლესი მონაცემებია შესული, რომელიც განხორციელდა მისურის უნივერსიტეტის რეაქტორის კვლევის ცენტრის არქეომეტრიის ლაბორატორიაში XRF მეთოდის გამოყენებით.
ობსიდიანის გეოქიმიური ანალიზის შედეგად დადგინდა სოფ. ქობულეთში მცხოვრები უძველესი ადამიანის მობილურობა და გადაადგილება, რომელიც ახალი აბსოლუტური თარიღების საფუძველზე ძვ.წ. X-IX ათასწლეულებში ხდებოდა.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





