გაიდლაინი

სტატიის წარმოდგენის ტექნიკური პარამეტრები:

სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ ვერსიით (Microsoft Word-ის ფორმატში (.doc გაფართოებით), ტექსტი ქართულ ენაზე შრიფტით Sylfaen, ტექსტი ინგლისურ ენაზე შრიფტით Times New Roman, სხვა ენებზე უნიკოდის შრიფტებით). სტატიის მოცულობა (გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალისა და სხვა ტიპის დანართების ჩათვლით) უნდა იყოს არანაკლებ ხუთი (10 ათასი ნიშანი) და არაუმეტეს 20/15 კომპიუტერული გვერდისა (40 ათასი ნიშანი).

  • სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატით:
  • სტრიქონებს შორის ინტერვალი 1;
  • შრიფტის ზომა 11;
  • ოთხივე მხრიდან დატოვებული მინდორი 2,54 სმ.

სტატიის სტრუქტურა:

სტატიის სათაური: სტატიის სათაური წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ და სტატიის ორიგინალ ენებზე (შრიფტის ზომა 12, გამუქებული). სათაური უნდა იყოს მოკლე, კონკრეტული (არა ზოგადი) და ასახავდეს სტატიის შინაარსს.

სათაურის ზემოთ მარცხენა მხარეს უნდა მიეთითოს დარგი/ქვედარგი.

ავტორი/ავტორები: სტატიის სათაურის ქვემოთ (მარჯვენა მხარეს) ინგლისურ და სტატიის ორიგინალ ენებზე უნდა მიეთითოს ავტორის (ავტორების) სრული სახელი, გვარი, აკად. ხარისხი, თანამდებობა, ტელეფონი, ელ.ფოსტა, ORCID კოდი (თუ ჯერ არ ხართ დარეგისტრირებული, დარეგისტრირდით ვებ. მისამართზე: https://orcid.org/).

აბსტრაქტი (მოკლე შინაარსი): ინგლისურ და სტატიის ორიგინალ ენებზე 200-250 სიტყვა (დაახლ. კომპიუტერული ნაბეჭდი ერთი გვერდი). აბსტრაქტი უნდა იყოს ინფორმაციული, სტატიის ძირითადი შინაარსის ამსახველი, აღწერდეს კვლევის მიზანს, აჯამებდეს კვლევის ძირითად შედეგებს და წარმოაჩენდეს მის თეორიულ და პრაქტიკულ მნიშვნელობას. აბსტრაქტი გამოყოფილია სტატიის ძირითადი ტექსტისაგან. მასში მითითებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული;

საკვანძო სიტყვები/keywords: სტატიას თან უნდა ახლდეს სწორად შერჩეული საკვანძო სიტყვები /ფრაზები (4-8). გამოიყენეთ მხოლოდ მიღებული შემოკლებები. სიტყვები/ფრაზები ერთმანეთისგან გამოყოფილი უნდა იყოს წერტილ-მძიმით.

სტატიის შესავალი/Introduction: გამოკვეთილი უნდა იყოს: პრობლემის არსი; თქვენი მიზნები; როგორია თქვენი ჰიპოტეზა; თქვენი ნაშრომის მნიშვნელობა; რა იყო გაკეთებული ადრე (ლიტერატურის მიმოხილვა, გამოყავით რამდენიმე ყველაზე საინტერესო და ორიგინალური ნაშრომი, მათ შორის უკანასკნელი გამოცემები; რეკომენდირებული არ არის დიდი რაოდენობა დამოწმებული ლიტერატურისა, რომელსაც კავშირი არა აქვს თემასთან, ან არამიზნობრივი ჩანართები საკუთარ მიღწევებზე); რა შედეგებს მიაღწიეთ. წარმოდგენილი უნდა იყოს ლაკონურად;

მეთოდები/Methods: სტატია უნდა იყოს მეთოდოლოგიურად სწორად აგებული, ანუ უნდა ჩანდეს კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენება. აღწერეთ, როგორ შეისწავლეთ დასმული საკითხი.

მსჯელობა/Discussion: ამ პარაგრაფში წარმოჩენილი უნდა იყოს ნაშრომის შედეგების მნიშვნელობა და არ იმეორებდეს მათ. ზოგჯერ შედეგების და მსჯელობის პარაგრაფების გაერთიანება მისაღებია (შედეგები და მსჯელობა). თავი აარიდეთ ვრცელ ციტატებსა და გამოქვეყნებული ლიტერატურის მიმოხილვას. გამოკვეთეთ რას ნიშნავს თქვენი შედეგები (რა მნიშვნელობა აქვთ მათ).

შედეგები/Results: შედეგები უნდა იყოს ნათელი და მოკლე. დაალაგეთ ეს პარაგრაფი ჰიპოთეზების/თეზისების მიხედვით. მონაცემების გასაზოგადებლად გამოიყენეთ გასაგები ილუსტრაციები (დიაგრამები, ცხრილები, სურათები და სხვ). ილუსტრაციები და ტექსტი არ უნდა იმეორებდეს ერთმანეთს.

დასკვნები: ნაშრომის მთავარი დასკვნები შეიძლება წარმოდგენილ იქნეს დასკვნის პარაგრაფში, რომელიც შესაძლოა ან ცალკე პარაგრაფად იყოს წარმოდგენილი, ან ქვეპარაგრაფის სახით შედეგებისა და მსჯელობის პარაგრაფში.

გამოყენებული ლიტერატურადასახელებული ლიტერატურა და წყაროები ლაგდება ანბანთრიგზე.

სქოლიო: შეეცადეთ, ხშირად არ გამოიყენოთ სქოლიო. თუ რაიმე მნიშვნელოვანია, ის ტექსტში ჩაწერეთ, სხვა შემთხვევაში გამორიცხეთ. სქოლიო უნდა დაინომროს არაბული ციფრებით თანმიმდევრულად ტექსტის დამუშავების პროგრამების საშუალებით.

ლიტერატურის დამოწმების წესი

მითითების სტილი: სამეცნიერო პუბლიკაციაში მოტანილი ციტატა ძირითადი ტექსტისგან გამოიყოფა ბრჭყალებით („ “). ციტირების დასასრულს მრგვალ ფრჩხილებში უნდა დაისვას ინდექსი, სადაც მიეთითება ციტირებული ტექსტის ავტორის გვარი ორიგინალ ენაზე, ტექსტის გამოქვეყნების წელი, შემდეგ ორწერტილი და შესაბამისი გვერდის ნომერი. მაგ.: (ჯავახიშვილი, 1915: 67).

გამოყენებული ლიტერატურის და წყაროების მითითება:

გამოყენებულ ლიტერატურა-ში გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა ეთითება ორიგინალ ენაზე. წყაროები და ლიტერატურა ლაგდება ანბანთრიგზე. ჯერ ეთითება ქართულენოვანი, ხოლო შემდეგ არაქართულენოვანი მასალა.

წყაროებისა და ლიტერატურის მითითება ხდება შემდეგი წესით:

გამოყენებული სამეცნიერო ლიტერატურის და დოკუმენტების ტექსტში ჩართული დამოწმების მითითებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი ფორმა:

სამეცნიერო ნაშრომისათვის – (აფხაზავა.., 2007: 57); (დე გრაი დე ფუას ცნობები, 1985: 14-17); (მახაჭაძე, 2017: 215); (ქართული მატერიალური კულტურის .., 2013: 24-30); (Speidel, 1983: 20-21).

საარქივო დოკუმენტისათვის – (ასსცსა, ფ. რ-980, ან. 1, ს. 1430, ფურც. 26); (სცსსა, ფ. 1864, ან. 1, ს. 30, ფურც. 2).

გამოყენებული წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურისა სია ნაშრომს უნდა დაერთოს ბოლოში და განლაგდეს ანბანური თანმიმდევრობით (ჯერ ქართულ, ხოლო შემდეგ უცხო ენებზე). ჯერ მიუთითეთ გამოყენებული ერთეულის ტექსტში ჩართული ფორმა, შემდეგ ტირე (და არა დეფისი), შემდეგ კი გამოყენებული ერთეულის სრული დასახელება:

ასსცსა, ფ. ი-980, ან. 1, ს. 4: – აჭარის საარქივო სამმართველოს ცენტრალური სახელმწიფო არქივი, ფონდი ი-980, ანაწერი 1, საქმე №4.

აფხაზავა.., 2007: – აფხაზავა რევაზი, ფრუიძე ნინო, მაჩაბელი ნატალია, „ინკლუზიური განათლება და საზოგადოება“, გამომც. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, თბილისი, 2007.

დე გრაი დე ფუა, 1985: – „დე გრაი დე ფუას ცნობები საქართველოს შესახებ“, ფრანგულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებელი დაურთო ჯუმბერ ოდიშელმა, გამომც. „მეცნიერება“, თბილისი, 1985.

ქართული მატერიალური კულტურის.., 2013: – „ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი“, რედაქტორი მეტრეველი როინ, გამომც. „მერიდიანი“, თბილისი, 2013.

Speidel, 1983: - Speidel M.P., The Roman Army in Asia Minor: recent epigraphical discoveries and researches// Armies and Frontiers in Roman and Byzantine Anatolia. BAR International Series, 156. Oxford