ქ.ბათუმის შემოქმედებითი ინტელიგენციის საქმიანობის ზოგიერთი ასპექტი (სოციოლოგიური ანალიზი)
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8744საკვანძო სიტყვები:
ინტელიგენცია, ინტელექტუალი, შემოქმედებითი ინტელიგენცია, კულტურა, ხელოვანი.ანოტაცია
წინამდებარე ნაშრომში, განხილულია, ქ. ბათუმში მცხოვრები შემოქმედებითი ინტელიგენციის მოღვაწეობის და ყოფა-ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი. უპირველეს ყოვლისა ზუსტდება თვით ცნება „ინტელიგენციის“ შინაარსი და აქცენტი კეთდება მისი მეცნიერული განმარტების მრავალგვარობაზე, რაც თავის მხრივ, განპირობებულია ინტელიგენციის ქვეშ მოაზრებულ სოციალური ჯგუფების ფართო სპექტრით. უშუალოდ კონკრეტული სოციოლოგიური კვლევის შესწავლის საგანს კი წარმოადგენენ შემდეგი სახის მახასიათებლები: რესპონდენტთა პროფესიული კუთვნილება; მათი კონკრეტული საქმიანობის სფერო; შემოსავლის ოდენობა; მატერიალური მდგომარეობის დინამიკა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში; სახელისუფლებო და კერძო სტრუქტურების მხრიდან შემოქმედებით საქმიანობაში ხელშეწყობა (მათ შორის მატერიალური სახის); შემოქმედებითი ინტელიგენციის მიერ, კერძო კომერციული პროექტების განხორციელების შესაძლებლობა; შემოქმედებითი კონტაქტების არსებობა უცხოელ კოლეგებთან; საზღვარგარეთ პროფესიით მუშაობის სურვილი; ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სახელოვნებო პროექტებში ჩართულობა; ზოგადად ქართული კულტურის დღევანდელი მდგომარეობის შეფასება და მისი ევროპულ კულტურასთან შედარება; ეროვნული კულტურის განვითარების პერსპექტივები; რეკომენდაციები იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს შემოქმედები ინტელიგენციის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში; იმ ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორების წარმოჩენა, რომლებიც ხელს უშლიან შემოქმედებით ინტელიგენციას პროფესიულ საქმიანობაში.
ყურადღება გამახვილდა ცნებების „ინტელიგენცია“ და „ინტელექტუალი“-ს ურთიერთმიმართების, მათ შორის მსგავსების და განსხვავების დადგენას, ასევე ამ ტერმინების გამოყენების სპეციფიკას სამეცნიერო ლიტერატურაში. ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი აღნიშნულ სტატიაში ეთმობა იმის გარკვევას, თუ რას წარმოადგენდა რეალურად ე.წ. წითელი ინტელიგენცია, იყო ის საბჭოთა კომუნისტური ხელისუფლების მიერ ხელოვნურად შექმნილი ჯგუფი, თუ ისინი იყვნენ უკლასო, კომუნისტური საზოგადოების გულწრფელი მეხოტბეები.
გარკვეული ადგილი სტატიაში ეთმობა ინტელიგენციის შიდა სტრუქტურის გარკვევას, მათ სახეობებს – შემოქმედებით, ტექნიკურ, სამეცნიერო, ადმინისტრაციულ, პედაგოგიურ და ა.შ. ინტელიგენციას, მათ როლს ქვეყნის სულიერი ცხოვრების საქმეში. საბოლოო ჯამში, ეს ნაშრომი, ქ. ბათუმის შემოქმედებითი ინტელიგენციის სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, იძლევა იმის საშუალებას, რომ იდენტიფიცირებული იქნას ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც აფერხებენ მათ პროფესიულ საქმიანობას.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .