კულტურული მრავალფეროვნების მიმართ ტოლერანტობის დამკვიდრების საკითხისათვის ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ფინური მიდგომის გათვალისწინებით

ავტორები

  • ნაილე მიქელაძე ფილოლოგიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი https://orcid.org/0009-0008-7225-1067

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8731

საკვანძო სიტყვები:

ინოვაციური მიდგომები, ფინური საგანმანათლებლო სისტემა, ლიტერატურა, სწავლა-სწავლება.

ანოტაცია

წარმოდგენილ მოხსენებაში ყურადღება გამახვილებული იქნება ინოვაციურ ხერხებსა და მიდგომებზე, რომელთაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები მიმართავენ. გლობალიზაციამ, ტექნიკის განვითარებამ მსოფლიო უდიდესი გამოწვევების წინაშე დააყენა. თანამედროვე ხედვამ გარკვეულწილად შეცვალა სოციუმის, მოზარდის დამოკიდებულება რიგი საკითხებისადმი. თითოეული ქვეყანა მაქსიმუმს აკეთებს, ცდილობს ფეხი აუწყოს ახალ გამოწვევებს.
საყოველთაოდაა ცნობილი, რომ დღესდღეობით გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური განვითარების პირობებში ერთ-ერთი სფერო, რომელიც დიდი გამოწვევის წინაშე დადგა – განათლებაა. შეიცვალა თავად განათლების მისია, მიზანი და პრიორიტეტები. შესაბამისად, გაჩნდა განათლების ტრანსფორმაციის საჭიროება. ამ მხრივ საქართველოს განათლების სამინისტრო მაქსიმუმს აკეთებს, თუმცა რიგი საკითხები, მაინც რჩება გადაუჭრელ პრობლემად.
ამდენად წარმოდგენილ ნაშრომში საუბარია ამ და სხვა რიგ საკითხებზე, რომელთა ანალიზი მსმენელებს დაეხმარება უკეთ მართონ საგაკვეთილო პროცესი და მიზანზე ორიენტირებული შედეგები ჰქონდეთ.
აღნიშნული მასალა ვფიქრობთ, ინტერესმოკლებული არ იქნება, როგორც სასკოლო ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო ცენტრებისათვის.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-02-21

როგორ უნდა ციტირება

მიქელაძე ნ. (2025). კულტურული მრავალფეროვნების მიმართ ტოლერანტობის დამკვიდრების საკითხისათვის ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ფინური მიდგომის გათვალისწინებით. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 2(2), 642–652. https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8731