რუმინული კულტურა და სულიერება ფანარიოტთა ეპოქაში

ავტორები

  • ტიუდორ კოშმინი თეოლოგიის დოქტორი, კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0003-3577-9886

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8725

საკვანძო სიტყვები:

რუმინული კულტურა, სულიერება, ფანარიოტთა ეპოქა, მართლმადიდებელი ეკლესია, რუმინული იდენტობა, ქრისტიანობა, ოსმალთა იმპერია, დასავლური კულტურა, სეკულარიზაციის გავლენები.

ანოტაცია

მიუხედავად იმისა, თუ რომელ სფეროს ეხება, რუმინული ერის ისტორია ვერ იქნება წარმოდგენილი, გაანალიზებული და განხილული ცალკე, რუმინული ქრისტიანობის ორიათასწლოვანი გამოცდილებისა და წარსულის გარეშე. ხელოვნებაში ეკლესია წარმოდგენილია თავისი სალოცავი ადგილებით და ხატწერით; ლიტერატურაში – ბიბლიოგრაფიული ფესვებით, რომლებითაც დღევანდელი რუმინული ენა განვითარდა, რისთვისაც დიდი შრომა, რწმენა და გულმოდგინება ჩადეს ეკლესიის იერარქებმა და მწერლებმა; განათლებაში – ეკლესიების გალერეა კვლავ რჩება საკვანძო ობიექტად მრავალი გამოჩენილი რუმინელი მწერლის ხსოვნაში; სოციალური დახმარების სფეროში ეკლესია ერთგვარი ფორმით წარმოდგენილია თავისი გავრცელების დასაწყისიდანვე რუმინეთში; აზრისა და იდეების სფეროში კი – ცხოვრების და საზოგადოების შესახებ ეკლესიის ცნობილი იერარქებისა და თეოლოგების მოძღვრებებით, შეგონებებითა და დოქტრინებით; თუნდაც პოლიტიკასა და ადმინისტრაციაში, სულ მცირე, თანამედროვე ეპოქის დასაწყისამდე, მრავალი მართლმადიდებელი იერარქი, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მწყემსავდა ხალხს, მნიშვნელოვანი მოვლენებისა და ინიციატივების მთავარი მოქმედი პირები იყვნენ, რომელთა შესახებაც მემატიანეებიც გვამცნობენ. მსგავსი ცნობები ცხადყოფს, რომ თითქმის არ არსებობს განსხვავება ქრისტიანობასა და რუმინულობას შორის, რადგან მართლმადიდებლობასა და რუმინულ სულს შორის ძალიან დიდი ორგანული კავშირია. ისტორიაში ჩვენ ვჩანვართ, როგორც ერთი მთლიანობა – რუმინელი ხალხი.
შესაბამისად, ფანარიოტთა ეპოქაში (1716-1821), შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუმინელი ხალხის კულტურასა და სულიერებას ერთი საერთო მრიცხველი აქვს: მართლმადიდებლური რწმენის აღსარება როგორც საქმით, ისე სიტყვით.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-02-21

როგორ უნდა ციტირება

კოშმინი ტ. (2025). რუმინული კულტურა და სულიერება ფანარიოტთა ეპოქაში. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 2(2), 506–532. https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8725