მათეუს ბასარაბის ეპოქა და მისი მნიშვნელობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კონტექსტში
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8723საკვანძო სიტყვები:
მათეუს ბასარაბი, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ბიზანტია ბიზანტიის შემდეგ.ანოტაცია
ნაშრომში მიმოხილულია ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ-რელიგიურ მიღწევები, რომლებიც განხორციელდა მათეუს ბასარაბის მმართველობის პერიოდში. ის ვლახეთს 1632-1654 წლებში მართავდა. მათეუს ბასარაბის ხანგრძლივი მმართველობა იყო რელიგიური აღორძინებისა და კულტურული განვითარების ეპოქა. სწორედ მისი მეშვეობით მოხდა სლავური ენის ჩანაცვლება რუმინულით ოფიციალურ, რელიგიურ და სამოქალაქო ცხოვრებაში. მან შემოიღო პირველი წერილობითი კანონმდებლობა: Pravila (დაბეჭდილი გოვორას მონასტერში, 1640) და Pravila Îndreptarea legii (ტირგოვიშტე, 1652). მათეუს ბასარაბმა აგრეთვე ააშენა ათეულობით ახალი ეკლესია და მრავალი სხვა აღადგინა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ – ათონის მთაზე (1645 წელს გადაიხადა მთლიანი წმინდა მთის გადასახადები) და თანამედროვე ბულგარეთის ტერიტორიაზე, ვიდინსა და შისტოვში. შესაბამისად, კვლევის ბოლო ნაწილი აანალიზებს მის როლს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კულტურის დამცველად და მართლმადიდებლობის მხარდამჭერად, რომელიც აქტიურად იცავდა როგორც მართლმადიდებლური ტრადიციის უცვლელად შენარჩუნებას, ასევე ქრისტიანული ევროპული ცივილიზაციის განვითარებასაც უწყობდა ხელს. ამგვარად, მათეუს ბასარაბის ეპოქა სრულად გამოხატავს ისტორიკოს ნიკოლაე იორგას მიერ ჩამოყალიბებულ კონცეფციას – „ბიზანტია ბიზანტიის შემდეგ“.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .