იუსუფელის რაიონის ჰიდრონიმია
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8698საკვანძო სიტყვები:
თურქულ-ქართული ენობრივი ურთიერთობები; იუსუფელის რაიონის ჰიდრონიმია; ქართული ჰიდრონიმები იუსუფელში.ანოტაცია
ართვინის ოლქის იუსუფელის რაიონი მდიდარია წყლის რესურსებით – აქ სულ 150-მდე მდინარე და ღელეა. იუსუფელის ძირითადი მდინარე ჭოროხია (თურქ. Çoruh). რაიონის ყველა მდინარე და ღელე ჭოროხის აუზს ეკუთვნის. ჭოროხს სათავე აქვს ქ. ბაიბურთის ახლოს - მთა მესჯიდთან (ზღვის დონიდან 3239 მ.). მდინარის სიღრმეა 3.225 მ., საერთო სიგრძე - 466 კმ. აქედან 150 კმ ართვინის ოლქის ტერიტორიაზეა. იუსუფელის რაიონში ჭოროხის შემდეგ სიდიდით და მნიშვნელობით მეორე მდინარეს წარმოადგენს პარხლისწყალი (თურქ. Barhal çayı). მას სათავე აქვს პონტოს მთებში. მისი საერთო სიგრძეა 40 კმ.
ტოპონიმებისგან განსხვავებით, ჰიდრონიმთა ძველი სახელწოდებები არაიშვიათად აღარც არის შემორჩენილი: თურქული, ისე ადგილობრივი - არათურქული წარმომავლობის მოსახლეობა ფართოდ იყენებს ამჟამინდელ ოფიციალურ, ანუ თურქულ სახელწოდებებს. იუსუფელში არ არის სანაოსნო მდინარეები და ადგილობრივ მოსახლეობის ტრადიციული ყოფა-ცხოვრებაც წყალთან/მდინარესთან უფრო ნაკლებადაა დაკავშირებული, ვიდრე მაგ., მათივე მეზობელი ლაზებისა.
იუსუფელის რაიონის ჰიდრონიმია საინტერესოა როგორც ისტორიული, ისე ენობრივ-კულტურული თვალსაზრისით. იუსუფელის ქართულენოვან სოფლებში დასტურდება პარალელური სახელწოდებანი: ერთი ოფიციალური (თურქული), მეორე კი ძველი ანუ ე.წ. ხალხური, რომელიც წარმომავლობით შესაძლოა იყოს როგორც ქართული, ისე თურქული, სომხური ან ბუნდოვანი ეტიმოლოგიისა.
ქართული წარმომავლობის ჰიდრონიმებია: უტაიჴევ(ი), დადაბერა, წპინწყარო, ვანის ჴევი, ელიათჴევის ჴევი...
თურქული: პალ სუჲ, ფარმაქლარ დერესი, ყიშლა დერესი...
შერეული (ქართულ-თურქული): ჭანჭახ სუჲ, დიდგოლე დერესი, ზემოვან დერესი..
კვლევისას დავამუშავეთ ჩვენ მიერ იუსუფელის რაიონის სოფლებში ჩაწერილი მასალა, აგრეთვე ოსმალური არქივები, სადაც მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .