"Nonfiction" ჟანრის ორიგინალური ნიმუში
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8695საკვანძო სიტყვები:
Non-Fiction ჟანრი; ისტორია; რეალობა; ეპოქა.ანოტაცია
სტატიაში გაანალიზებულია ბათუმელი მხატვრის ნინო ნიჟარაძის Non-Fiction ჟანრის წიგნი „სევდიანი მონოლოგები“, რომელმაც
დაგვარწმუნა, რომ ნინო ნიჟარაძეს თანაბრად ეხერხება კალმით და ფუნჯით ხატვა. ხელოვანი ბავშვობიდანვე დედის ნაჩუქარ ბლოკნოტში იწერდა შთაბეჭდილებებს, ჩანახატებს, პორტრეტებს, რეფლექსიებს, რაც მთავარია, ყველა ეს ჩანაწერი იყო გულწრფელი, მხოლოდ ავტორის თვალისთვის განკუთვნილი. მრავალფეროვანი, ექსპრესიული და ფერადოვანია ეს ჩანაწერები, მათში კარგადაა შერწყმული ერთმანეთთან ღიმილი და ცრემლი, მსუბუქი ირონია და ზოგჯერ - თვითირონიაც. ეს ტექსტი ერთი ოჯახის ცხოვრების მაგალითზე ნათლად გვიჩვენებს ეპოქის სურათს, მასში, ასევე, ოსტატურად იხატება მწერლის თანამედროვეთა პორტრეტებიც. ნინო ნიჟარაძის „სევდიანი მონოლოგები“ „ხედვის ახალი რაკურსით, ახალი პერსპექტივით“ აჩვენებს მკითხველს ულამაზესი, საკუთარი სტილის მქონე, ელეგანტური ბათუმელი მხატვრის, პედაგოგის, საზოგადო მოღვაწის პიროვნებას, ხელოვანის მეამბოხე და ნატიფ სულს, ქართული ოჯახის ღირსეულ დედასა და ერთგულ მეუღლეს, სტუმართმოყვარე დიასახლისსა და თავმდაბალ შემოქმედს, რომელიც ყველაზე რთულ, მძიმე ცხოვრებისეულ სიტუაციებშიც არ კარგავს ღირსებას, იუმორის გრძნობას, ჭირსა შიგან გამაგრების უნარს და, რაც მთავარია, ყველგან და ყოველთვის რჩება ქართულისა და საქართველოს ერთგულ მეხოტბედ.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .