XII საუკუნის პოლიტიკური რეალობა და სიბერის არგუმენტი „ვეფხისტყაოსანში“

ავტორები

  • ინგა სანიკიძე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი https://orcid.org/0009-0004-8031-9528

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8692

საკვანძო სიტყვები:

„ვეფხისტყაოსანი“, სიბერის არგუმენტი, რუსთველის მსოფლმხედველობა.

ანოტაცია

„ვეფხისტყაოსანში“ რუსთველის მსოფლმხედველობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სეგმენტად ანთროპონიმ ფარსადანის ენიგმად ქცეული ფორმა მიგვაჩნია. ჩვენ მიერ გამოთქმული თვალსაზრისი რამდენადმე ეწინააღმდეგება ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში აქამდე დამკვიდრებულ შეხედულებას, რომელიც სათავეს იუ. აბულაძის შრომებიდან იღებს და პოემაში გამოყენებულ მხატვრულ ანთროპონიმებს სპარსული ენიდან მომდინარედ თვლის. იგივე შეხედულება ფაქტობრივი პირდაპირობით გაიზიარა ზ. გამსახურდიამაც. ჩვენეული წაკითხვით ანთროპონიმში ფარსადანი რუსთველი ძველებრაულ ლექსიკურ ერთეულ ფარისეველს გულისხმობს და პერსონაჟის წინარესახედ გიორგი III-ს მოიზრებს. ჩანს, რომ, მხატვრული პირობითობის მიუხედავად, „ვეფხისტყაოსნის“ ცენტრალურ გმირში, ტარიელში, დემნა უფლისწულის თავს დატრიალებული ტრაგედია იკითხება. ვფიქრობთ, რომ დემეტრე I-ისა თუ გიორგი III-ის მიერ დარღვეული ფეოდალური სამართალი, დემეტრე უფლისწულის სამეფო ტახდიდან ჩამოშორება თუ მისი თვალთა დათხრა-დასაჭურისება რუსთველის კოცეპტთა შორის დომინანტურია. სწორედ ამ კონტექსტითაა დანახული „ვეფხისტყაოსანის“ ორ ამბავში გაბნეული სიბერის არგუმენტიც.
კერძოდ, არაბი მოყმის (ავთანდილის) ანდერძში სიკვდილის არსობის ფორმულირებისა თუ ღირსეული ქცევის ახსნა-განმარტების სტრიქონები პირდაპირ უნდა უკავშირდებოდეს როსტევანის თათბირზე სიბერისა და წარმავლობის თაობაზე მეფის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს. ისტორიული და ლიტერატურული ფაქტებია ის, რომ გიორგი-ფარსადანი თვითმპყრობელი მეფეა, ხოლო ამირსპასალარის ოჯახში აღზრდილი დემნა-ტარიელი მეფისაგან (/ბიძისაგან) მოტყუებული ყმაწვილკაცი, რომელიც სრულწლოვანების ასაკმიუწევნელი ვერც კი აცნობიერებს მეფის ჩანაფიქრის სიმუხთლეს.
„ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტური ფარდაგი საკმაოდ ჭრელია, თუმცა ვირტუალურად შესრულებული. პოემის მთლიან ქსოვილში ნაწილ-ნაწილ იკვეთება რუსთველური კონცეპტები, ამ კოტექსტში კი სიბერის თემა თუ ინდოეთისა და არაბეთის მეფეთა მიერ გამოყენებული „ბერობის“ არგუმენტი ერთ-ერთია და მაღალი ალბათობით გიორგი III-ის მიერ საკუთარ სიცოცხლეშივე ქალის გამეფების რეალობასთან რაღაც მნიშვნელოვანი კავშირი აქვს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-02-21

როგორ უნდა ციტირება

სანიკიძე ი. (2025). XII საუკუნის პოლიტიკური რეალობა და სიბერის არგუმენტი „ვეფხისტყაოსანში“. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 2(2). https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8692

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ფოლკლორი