ჩაის პირველი ფაბრიკები საქართველოში
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8670საკვანძო სიტყვები:
ჩაის პლანტაცია, ჩაის ფაბრიკა, მეწარმეები, დანახარჯები, დაქირავებული მუშები.ანოტაცია
საქართველოში ჩაის მეურნეობა და ჩაის მრეწველობა ეკონომიკის არატრადიციულ დარგს წარმოადგენდა. მისი განვითარება XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება და საბჭოთა ხელისუფლების დასასრულამდე გაგრძელდა. იგი საქართველოს ეკონომიკის წამყვან დარგად იქცა. საქართველოში ჩაის პირველი ფაბრიკები გასაბჭოებამდე მოეწყო. მათი მშენებლობა განპირობებული იყო ჩაის კულტურის დანერგვა-გავრცელებით, ნედლეულის წარმოების გადიდებით.
მეჩაიეობისა და ჩაის მრეწველობის განვითარებით კერძო მეწარმეებთან ერთად, რუსეთის ხელისუფლებაც დაინტერესდა. ამ საქმის დამწყებნი იყვნენ სოლოვცოვი, პოპოვი, ნაკაშიძე, (სახელთა ინიციალები მაინც დავწეროთ) რუსეთის საუფლისწულო უწყება და სხვები. მათ გააშენეს ჩაის პლანტაციები, ააგეს ჩაის პირველი ფაბრიკები. ჩაის გადამამუშავებელი პირველი საწარმო სოლოვცოვმა ააგო ჩაქვის ხეობის სოფელ ბუკნარში. პოპოვის ჩაის ფაბრიკა სალიბაურში მდებარეობდა, რომელიც ექსპლოატაციაში 1898 წელს შევიდა. ჩაქვის საუფლისწულო მამულის ჩაის ფაბრიკა 1899 წელს ამოქმედდა.
მომდევნო წლებში მათ შეემატა სინიცინის, ვერდერევსკის, დიადიუშას, ნაკაშიძის (აქაც ისევე) ჩაის ფაბრიკები, სახაზინო ფაბრიკა ოზურგეთის მაზრის სოფელ ზვანაში. ამრიგად, საქართველოში პირველი მსოფლიო ომის წინ ჩაის 8 ფაბრიკა მუშაობდა. მათგან 6 იყო აჭარაში, ხოლო 2 გურიაში. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ჩაის ფაბრიკების ნაციონალიზაცია განხორციელდა. ჩაის წვრილი საწარმოები დაიხურა, ხოლო საშუალო და მსხვილი ფაბრიკები სახელმწიფოს საკუთრებად გამოცხადდა.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .