ბრინჯაოს ყუადაქანებული ცული სოფელ ფურტიოდან
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8647საკვანძო სიტყვები:
ფურტიო, ნაომარი, ბრინჯაოს ყუადაქანებული ცული, წინააზია.ანოტაცია
ადრებრინჯაოს ხანის სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს, კერძოდ, აჭარის ისტორიისა და ნივთიერი კულტურის კვლევის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს შემთხვევითი მონაპოვრები წარმოადგენს. მათ შორისაა 2012 წელს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში (სხალთისწყლის ხეობა) აღმოჩენილი ბრინჯაოს ყუადაქანებული ცული.
ფურტიოს ცულს ყველაზე ახლო ანალოგი ეძებნება სოფელ ღორჯომის (ნაომარის) ცულთან (ხულოს რაიონი, ზემო აჭარა, ღორჯომის ხეობა). გარკვეულ მსგავსებას ვხედავთ სოფელ ილუმისა და ბორის საზღვარზე (ხარაგაული რაიონი, იმერეთი), საზანოსა და სეირიში (თერჯოლის რაიონი, იმერეთი) შემთხვევით აღმოჩენილ ცულებთან. გვხვდება ეშერის ერთ-ერთ დოლმენშიც. აღმოსავლეთ საქართველოში - მეჯვრისხევსა და ყიზილ-აჯლოში. ჩრდილოეთ კავკასიაში - ოსეთისა და კორცას მასალებში. აღმოჩენილია სოჭსა და ყუბანში.
აღიარებულია, რომ ყუადაქანებული ცულები წინააზიაში ჩაისახა. აქედან გავრცელდა სხვადასხვა ქვეყანაში. გავრცელების გზაზე ადგილობრივი მელითონეები ფორმების დახვეწის, ახალი ტექნიკური სიახლეების დანერგვით ქმნიდნენ ლოკალურ ნიმუშებს. მკვლევართა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა ცულების კავკასიური ვარიანტი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში, ევროპასა და დუნაისპირეთში იწყებს გავრცელებას.
აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ფურტიოს ცული, ღორჯომის მონაპოვრის მსგავსად სატარეზე შემოვლებული რელიეფური წიბურებით განასხვავდება ზემოთ დასახელებული ცულებისაგან და ასაკით ოდნავ გვიანდელია.
კლასიფიკაციის მიხედვით ფურტიოს ცულს ჩვენ ყველაზე ახლო პარალელების გათვალისწინებით ყუამოკლე-ყუადაქანებული ცულების II ჯგუფში ვაერთიანებთ და ძვ.წ. III ათასწლეულის II ნახევრით ვათარიღებთ.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .