ტრადიციული საცხოვრებლის მოდიფიკაცია მესხური ოდის მაგალითზე

ავტორები

  • ლავრენტი ჯანიაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი https://orcid.org/0000-0002-2053-8911

DOI:

https://doi.org/10.52340/bsrcc.2023.02.07

საკვანძო სიტყვები:

სამცხე-ჯავახეთი, მიწურბანიანი საცხოვრისი, კერა, ბუხარი, მოდიფიკაცია, თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკა

ანოტაცია

მესხური ტრადიციული საცხოვრებელი, ერდოიან-გვირგვინიან დარბაზული ნაგებობაა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოსა და მის მეზობელ რეგიონებში. ამ ტიპის საცხოვრებლები ძირითადად ძლიერად შეჯგუფებულ დასახლებებში გვხვდება და ერთ ჭერქვეშ მოთავსებულ ადამიანთა საცხოვრისს და სამეურნეო ნაგებობების კომპლექსს წარმოადგენს. საქართველოში ეკოგეოგრაფიული გარემოსა და სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების განსხვავებულობის გამო ჩამოყალიბდა ლოკალური ვარიანტები. სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილია ერთი საერთო ძირიდან აღმოცენებული სამი მოდიფიცირებული სახეობა: ქართლური, წალკური//თრიალეთური, და მესხური (სამცხე-ჯავახეთში).

სამხრეთ საქართველოში (სამცხე-ჯავახეთში), ისევე როგორც თრიალეთსა და სხვაგან, ერდოიან-გვირგვინიანიდან თანამედროვე საცხოვრებლზე გადასვლის პირველ საფეხურად მისი სეგმენტაციაა (ახალი განყოფილებების დამატება) უნდა მივიჩნიოთ.. ახალ ოთახებში საცხოვრებლის ცენტრალური და საკრალური ფუნქციის ფუნქციის მქონე კერიის ადგილი ფურენემ და ბუხარმა დაიჭირა, რამაც მშენებლობაში კონსტრუქციული ცვლილებების აუცილებლობა გამოიწვია და გავლენა მოახდინა ოთახის ინტერიერზე. ცალკეულ შემთხვევებში გაჩნდა კომპლექსური ტიპის (ბუხარი-თონე-ფურნე) საყოფაცხოვრებო ნაგებობა. საგანგებო საკვამურის მოწყობამ, ერდოს კვამლის გამტარის ფუნქცია დაუკარგა. წარსულს ჩაბარდა მტრის შემოსევების საფრთხე და მიწური ნაგებობების თავდაცვითი დანიშნულებაც. კარდინალურმა ცვლილებებმა, რაც, სხვათა შორის, ტრადიციული სოციალური ერთეულის, საოჯახო თემის, დაშლაში გამოიხატა, ერდოიან-გვირგვინიან ნაგებობებას სოციალური ფუნქცია დაუკარგა. დაიწყეს მიწისზედა სახლების მშენებლობა. რომელთაც თავდაპირველად შენარჩუნებული ჰქონდათ მიწური გადახურვა გვირგვინისა და ერდოს გარეშე. გაჩნდა ქვითკირის კედლები და ფანჯრები ინტერიერის გასანათებლად. თანდათანობით გვირგვინი და ერდო საკვამურიანი სახურავით შეიცვალა, სახურავის მზიდის ფუნქცია კედლებმა იკისრეს, ადამიანთა საცხოვრებელს გამოეყო სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები.

ზემოხსენებულის მიუხედავად, სამცხე-ჯავახეთში მიწური საცხოვრებელი ნაგებობები საბჭოთა პერიოდშიც იყო შემორჩენილი, რასაც გარკვეული ფაქტორები (ეკოლოგია, კლიმატი, სამეურნეო პირობები და ა.შ) განაპირობებდა. ჯავახეთში ამგვარი შენობები ჯერ კიდევ გვხვდება, თუმცა ძირითადად, სამეურნეო და ტურისტული (სამუზეუმო/ეგზოტიკური) დანიშნულებით იყენებენ. ამგვარ საცხოვრისში შეხამებულია ძველი და თანამედროვე ყოფის კომპონენტები. მაგ., გასანათებლად იყენებენ ელექტრობას, ოთახებში გვხვდება დღევანდელობისათვის დამახასიათებელი ატრიბუტები: ინტერნეტი, პლაზმური ტელევიზორი, მაცივარი და ა.შ.

ავტორის ბიოგრაფია

ლავრენტი ჯანიაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის
სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის
ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
ტელ: +995 593 34 87 88
ელ-ფოსტა: lavrenti.janiashvili@tsu.ge
ORCID: https://orcid.org/0000-0002-2053-8911

წყაროები

დავითაშვილი, 1986: – დავითაშვილი გ., ქართული ხალხური საცხოვრებლის ინტერიერი, საქართველოს ისტორიულ ეთნოგრაფიული ატლასი მასალები ( საქართველოს მთური საცხოვრებელი ნაგებობები), თბ. 1986.

რობაქიძე, 1986: – რობაქიძე ა., ქართველი ხალხის ტრადიციულ საცხოვრებელ ნაგებობათა კლასიფიკაციის პრინციპი (საქართველოს მთური საცხოვრებელი ნაგებობანი), საქართველოს ისტორიულ ეთნოგრაფიული ატლასი მასალები, თბ., 1986.

ჩიტაია, 1953: – ჩიტაია, „მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის“, VI, თბილისი, 1953.

ჩიტაია, 1926: – ჩიტაია, „გლეხის სახლი ქვაბლიანში“, მიმომხილველი / საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ორგანო. ტფილისი, №1, 1926.

ჩიტაია, 1947: – ჩიტაია, ანალები, I, ისტორიის ინსტიტუტი. თბილისი, 1947.

ჩიქოვანი, 1960: – ჩიქოვანი თ., ქართული ხალხური საცხოვრებელი (წალკური სახლი), თბ., 1960 ჩიქოვანი, 1962: – ჩიქოვანი თ., „მესხურ-ჯავახური დარბაზული სახლი“. საქ. სსრ მეცნ. აკადემიის საზოგადოებრივი განყოფილების მოამბე, თბ., 1962.

ჩიქოვანი, 1967: – ჩიქოვანი თ., ა/კ ხალხურ საცხოვრებელ ნაგებობათა ისტორიიდან, თბ., 1967.

ჩიქოვანი, 1979: – ჩიქოვანი თ., „მესხეთი“, თბ., 1979.

ჩიქოვანი, 1982: – ჩიქოვანი თ., „ჯავახეთი“, თბ., 1982.

ჯავახიშვილი, 1976: – ჯავახიშვილი ივ., „აღმშენებლობა და ავეჯი, მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და წვრილი ხელოსნობის ისტორიისათვის“, აკად. ი ჯავახიშვილის საერთო რედაქციით 5 ტომად, I, რედ. ვ. ჯაფარიძე, გამომცემლობა „მეცნიერება“ თბ. 1976.

Лисициан, 1927: – Лисициан С., Из материалов по изучению жилищъ Армении. //Известия КИАИ. Ереван, 1927, т. 4.

Лисициан, 1927: – Лисициан С., К изучению Арменского крестьянского жилища (Карабахский карадам). //Известия КИАИ. Ереван, 1925, т. 3.

Марутян, 1989: Марутян А.Т., Интерьиер армяанского народного жилища (вторая половина XIX- начало XX в.) // Армянская этнография и фольклор, Ереван, № 17, 1989.

Робакидзе, 1975: – Робакидзе А.И., Традиционные формы поселений в Аджарии, ОЭА, Тб., 1982; Робакидзе А.И., Предисловие «Кавказский этнографический сборник», т. 5, Тб., 1975.

Сумбадзе, 1984 – Сумбадзе Л. Э., Архитектура грузинской народного жилиша: «дарбази», Тб., 1984.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-06-28

გამოცემა

სექცია

ეთნოლოგია