სამცხის საათაბაგოს საეკლესიო განკერძოების პროცესში ბერძენი იერარქების როლი - აწყურის ეპარქია

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.52340/bsrcc.2023.02.01

საკვანძო სიტყვები:

კათოლიკოსი, ათაბაგი, სამცხე, აწყური, ბერძნები, ანტიოქია, ეპარქია

ანოტაცია

კვლევის, ,,სამცხის საათაბაგოს საეკლესიო განკერძოების პროცესში ბერძენი იერარქების როლი - აწყურის ეპარქია“, მიზანია აწყურის ეპარქიის მაგალითზე წარმოაჩინოს გვიან შუა საუკუნეებში სამცხის საათაბაგოში მიმდინარე საეკლესიო განკერძოების პროცესი და ბერძენი იერარქების როლი. გვიან შუა საუკუნეებში სამცხის ათაბაგები აქტიურად იბრძოდნენ ერთიანი ქართული სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.

პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას თან ახლდა საეკლესიო გამოყოფისთვის ბრძოლა. ათაბაგები ცდილობდნენ სამცხე, აწყურის მთავარეპისკოპოსის მეთაურობით, გამოეყვანათ ქართლის კათოლიკოსის დაქვემდებარებიდან.

სამცხის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დიდად დამაზიანებელი იყო ერთიანი ქართული საეკლესიო-სახელმწიფოებრივი სივრცისთვის. სამცხის საათაბაგოს ქართლის საკათოლიკოსოსგან გამოყოფის საქმეში აქტიურად მონაწილეობდნენ და თავიანთი როლი შეასრულეს ბერძენმა სასულიერო პირებმა, განსაკუთრებით ანტიოქიის პატრიარქმა დოროთეოს III-მ (პატრიარქი 1497-1523 წ.წ.).

საკითხით ჩვენი დაინტერესება, გარდა სამეცნიერო-კვლევითი ინტერესებისა, განაპირობა 2021 წლის მაისში ანტიოქიის საპატრიარქოში მომხდარმა ერთმა საყურადღებო ფაქტმა. კერძოდ, ანტიოქიის მართლმადიდებელმა პატრიარქმა იოანე X-მ (პატრიარქი 2012 წლიდან), ოფიციალური ვიზიტით მიიღო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია (ე.წ. პრეზიდენტი 2020 წლიდან). ანტიოქიის პატრიარქმა ასლან ბჟანია მოიხსენია აფხაზეთის პრეზიდენტად. შეხვედრას ესწრებოდნენ სირიისა და ,,აფხაზეთის ოფიციალური დელეგაციები“. შეხვედრაზე ანტიოქიის პატრიარქმა განაცხადა - „ჩვენ მზად ვართ თქვენი ქვეყანა უზრუნველვყოთ თქვენთვის საჭირო დახმარებით, მათ შორის ქრისტიანულ და საეკლესიო საკითხებში“. ანტიოქიის პატრიარქის ეს განცხადება და მოქმედება კავკასიაში შექმნილი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარეობს და ასევე შეგვახსენებს საფრთხეებს, რომლებიც შეიძლება თეორიულად არსებობდეს. გამომდინარე ისტორიული გამოცდილებიდან, ანტიოქიის პატრიარქ იოანე X-ს მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ოფიციალურად მიღება საპატრიარქო რეზიდენციაში საყურადღებოა. წინამდებარე კვლევა წარმოადგენს კონკრეტული ისტორიული პრეცედენტების ანალიზს, თუ რით იყო განპირობებული ანტიოქიის პატრიარქების მხრიდან ქართლის საკათოლიკოსოს იურისდიქციაში უხეშად შემოჭრა და რა შედეგი მოიტანა მან. ვფიქრობ, აუცილებელია მეცნიერული კვლევა და, საზოგადოდ, აკადემიურად დასაბუთებული პასუხების გაცემა ყველა იმ ამბიციურ პრეტენზიაზე, რომლებიც ისტორიულად გააჩნდა ან, შესაძლოა, პერსპექტივაში გააჩნდეს ანტიოქიის საპატრიარქოს საქართველოს ეკლესიის მიმართ.

ავტორის ბიოგრაფია

გოდერძი ბოლქვაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი
თბილისის თავისუფალი სკოლის ისტორიის პედაგოგი
e-mail: god.bolkvadze@gmail.com
ORCID: https://orcid.org/0009-0008-2216-5099

წყაროები

აბულაძე, 1983: - აბულაძე ც., „თურქული წყაროები სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის“, გამომცემლობა ,,მეცნიერება“, თბილისი, 1983.

ბერიძე, 1970: - ბერიძე ვ., „სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები“, გამომცემლობა ,,ნაკადული“, თბილისი, 1970.

ბერძენიშვილი, 1973: - ბერძენიშვილი ნ., „სამცხე-საათაბაგო XVI საუკუნეში“, „საქართველოს ისტოიის საკითხები“, IV, თბილისი, 1973.

დოლიძე, 1970: - დოლიძე ი., „ქართული სამართლის ძეგლები“ III, გამომცემლობა ,,მეცნიერება“, თბილისი, 1970.

დუმბაძე, 1973: - დუმბაძე მ., მთ. რედ., “საქართველოს ისტორიის ნარკვევები”, IV, გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1973.

იოსელიანი, 1908: - იოსელიანი პლ., “საკითხავი სუეტის ცხოველისაი, კუართისა საუფლოისა და კათოლიკე ეკლესიისა”. გამოცემული დ. ს. ს. პლატ. იოსელიანის ქვრივის ანნა ნიკოლ. იოსელიანის მიერ. მსწრაფლ-მბეჭდავი ,,ძმობისა“, 1908.

კაკაბაძე, 1921: - კაკაბაძე სარგის, „დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები”, წიგნი I, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1921.

ლომსაძე, 1979: - ლომსაძე შ., „გვიანი შუასაუკუნეების საქართველოს ისტორიიდან ახალციხური ქრონიკები“, გამომცემლობა ,,მეცნიერება“, თბილისი, 1979.

ლომსაძე, 2011: - ლომსაძე შ., „სამცხე-ჯავახეთი“, გამომცემლობა ,,ახალციხის უნივერსიტეტი“, ახალციხე, 2011.

მამისთვალიშვილი, 2021: - მამისთვალიშვილი ელდარ, „საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია“, V, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, გორი, 2021.

მესხია, 1973: - მესხია შ. (მთ. რედ.), “საქართველოს ისტორიის ნარკვევები” II, გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1973.

მეტრეველი, 2000: - მეტრეველი როინ (რედ.), „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები“, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2000.

პირთა ანოტირებული.., 1991 : - პირთა ანოტირებული ლექსიკონი XI-XVII ს.ს.-ის ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, თბილისი, 1991.

სვანიძე, 1971: - სვანიძე მ., „საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან (XVI-XVII ს.ს.)“, თბილისი, 1971.

სურგულაძე, 1991: - სურგულაძე მ., “პირთა ანოტირებული ლექსიკონი”, I, გამომცემლობა ,,მეცნიერება“, თბილისი, 1991.

ქართველიშვილი, ქორიძე, 2017: - ქართველიშვილი თ., ქორიძე თ., „ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი“, IX, “ქართლისა და აფხაზეთის საკათოლიკოსოთა ურთიერთობების საკითხებისთვის იმერთა მეფის ბაგრატ III-ის ეპოქაში“, თბილისი, 2017.

ქართული ისტორიული .., 2013: - „ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი“, II, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, 2013.

ქართული ისტორიული.., 2014: - „ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი“, III, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, 2014.

ქართული ისტორიული.., 2016: - „ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი“, IV, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, 2016.

ქრონიკები, 1897: - ჟორდანია თ., ქრონიკები, II, თბილისი, 1897.

ქც, 1959: - ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, II, სახელმწიფო გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1959.

ქც, 1973: - ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, IV, სახელმწიფო გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო“, თბილისი ,1973.

შარაშიძე, 1954: - შარაშიძე ქრ., „სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები“, მსკი, ნაკვ. 30, თბილისი, 1954.

შარაშიძე, 1961: - შარაშიძე ქრ., “სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVI სს.)”, გამომცემლობა „სსსრ მეცნიერებათა აკადემია“, თბილისი, 1961.

ჭიღლაძე, 2019: - ჭიღლაძე ილია, “საქართველოს ეკლესიაში სამღვდელთმთავრო ბისონისა და მიტრის დამკვიდრების ისტორიისათვის“, კრ. „ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი”, XI, თბილისი, 2019.

ჯავახიშვილი, 1982: - ჯავახიშვილი ივანე, თხზულებანი თორმეტ ტომად, III ტ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1982.

Блохин, 2014: - Блохин В.С., ИСТОРИЯ ПОМЕСТНЫХ ПРАВОСЛАВНЫХ ЦЕРКВЕЙ». Екатеринбург Информационно-издательский отдел ЕДС. 2014.

Милаш, 2001: - Милаш, «Правила Православной Церкви с толкованиями Никодима, епископа Далматинско-Истрийского» / II, пер. с сербского, Изд-во «Отчий дом», Москва, 2001.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-06-28

გამოცემა

სექცია

ისტორია