საცხოვრებელი სახლის ტიპი ხელვაჩაურიდან

ავტორები

  • ჯემალ ვარშალომიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი https://orcid.org/0009-0007-2690-3020

DOI:

https://doi.org/10.52340/bsrcc.2022.01.06

საკვანძო სიტყვები:

ხელვაჩაური, სახლი, ბუხარი, ორნამენტი

ანოტაცია

საქართველოს სხვადასხვა კუთხის მატერიალური კულტურის ძეგლები გარკვეულად ასახავს მისი შემოქმედი მოსახლეობის კულტურულ-ისტორიული, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონესა და ეთნიკურ თავისებურებებს. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჩვენამდე მოღწეული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, რომელიც გამოირჩევა თავისი კონსტრუქციულ-ხუროთმოძღვრული მახასიათებლებით, სამშენებლო-ტექნიკური ხერხების გამოყენებითა და მხატვრულ-დეკორატიული ღირსებით.

 ნაშრომი მიზნად ისახავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარშალომიძეებში მემედ ვარშალომიძის სახლის ეთნოგრაფიულ შესწავლას, რომელიც აშენდა დაახლოებით XIX საუკუნის მეორე ნახევარში. სახლი ამჟამად დანგრეულია, მაგრამ მისი შესწავლა და სამეცნიერო მიმოქცევაში შეტანა ხელს შეუწყობს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში საცხოვრებელი სახლების კვლევას, ახალი განსხვავებული ტიპის გამოყოფას. მიუხედავად იმისა, რომ გამოქვეყნებული იყო სახლის არქიტექტურული ჩანახატი, არაფერი იყო თქმული ოჯახის შესახებ. ნაშრომის მიზანია ეთნოგრაფიული ასპექტებისა და ეკონომიური ფაქტორების განხილვა, რამაც განაპირობა ამ დაგეგმარების სახლის მშენებლობა. სახლი აღსანიშნავია იმითაც, რომ დაცული იყო ხალხური დეკორატიული შემკულობის ნიმუშები, როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერშიც. დეკორის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი იშვიათობაა და მის შინაარსობრივ საფუძვლებს წარმოადგენს უძველესი დროიდან მომდინარე შეხედულებები, როგორიცაა სიცოცხლის ხის მოტივი ბინის მფარველ დედალ-მამალ გველებთან ერთად.

ავტორის ბიოგრაფია

ჯემალ ვარშალომიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ისტორიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის
მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი,
ელ-ფოსტა: jemal.varshalomidze@bsu.edu.ge
ტელ: +995 599 67 34 21
ORCID: https://orcid.org/0009-0007-2690-3020

წყაროები

დუნდუა, 2006: - გიორგი დუნდუა, თედო დუნდუა, „ქართული ნუმიზმატიკა“, I, გამომც. ,,არტანუჯი“, თბილისი, 2006.

ვარშალომიძე, 1979: - ჯემალ ვარშალომიძე, „ორნამენტი ხეზე“, გამომც. ,,საბჭოთა აჭარა“, ბათუმი, 1979.

მიქელაძე, 1982: - ჯემალ მიქელაძე, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი აჭარაში, გამომც. ,,საბჭოთა აჭარა“, ბათუმი, 1982.

ჩიქოვანი, 1959: - თეიმურაზ ჩიქოვანი, ძელური საცხოვრებელი სახლი ბათუმის რაიონში, ბათუმი, ხელნაწერი, ინახება ბსუ ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის არქივში, 1959.

ჩხეიძე, 1961: - ჯემალ ჩხეიძე, შრომის პოეზიის ძირითადი სახეები აჭარის ზეპირსიტყვიერებაში, გამომც. ,,საბჭოთა აჭარა“, ბათუმი, 1961.

ხუციშვილი, 2010: - ქეთევან ხუციშვილი, წინაქრისტიანული რწმენა-წარმოდგენები, „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“, გამომც. ,,უნივერსალი“, თბილისი, 2010.

Дундуа, 1987: - Дундуа Г. Ф. Нумизматика античной Грузии. Тбилиси. 1987.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-05-28

გამოცემა

სექცია

ეთნოლოგია