აჭარის შავიზღვისპირეთის პონტოელ ბერძენთა კულტურული მემკვიდრეობა
DOI:
https://doi.org/10.52340/bsrcc.2022.01.05საკვანძო სიტყვები:
ლინგვისტიკა, პონტოური, იდენტობა, სოციოკულტურული, მემკვიდრეობაანოტაცია
წინამდებარე ნაშრომი ეხება აჭარის შავიზღვისპირეთში მცხოვრებ პონტოელ ბერძენთა მეტყველების კვლევას, ინტერდისციპლინარული და სოციოკულტურული ასპექტების გამოვლენას. პონტოელ ბერძენთა ყოფა-ცხოვრების შესწავლა, ცხადია, ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა, რაც ეთნოკულტურული პროცესების გაანალიზების აუცილებლობით და იმ კულტურული ურთიერთგავლენების შესწავლის მნიშვნელობითაა განპირობებული, რომლებიც როგორც მოსულმა ბერძნებმა, ისე დამხვდურმა მოსახლეობამ განიცადა.
კვლევების საფუძველზე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად უცხო ენათა გავლენებისა, სხვა კულტურათა შერწყმისა ტრადიციულ კულტურასთან, პონტოელი ბერძნები არ კარგავენ თვითმყოფადობას და ეროვნულ მენტალობას, ცდილობენ აქამდე მოტანილის შენარჩუნებას და რუდუნებით ასრულებენ წინაპართა წესებს, რაც მათი იდენტობის დასტურია. ბერძენთა კულტურული მემკვიდრეობის, იდენტობის მთავარი დასტური კი მაინც ენაა. აჭარის შავიზღვისპირეთის ბერძნებმა კარგად იციან პონტოური და დღემდე ერთმანეთში ურთიერთობის ენად პონტოური აქვთ.
წყაროები
ბერძენიშვილი..., 1990: – ბერძენიშვილი ლ., გარაყანიძე ი., გორდეზიანი რ., მიქაბერიძე ა., ტონია ნ., ფხაკაძე მ., შახპაზიდი მ., ჩეპიდი ა., ჯანაშია ნ., ,,ბერძნები საქართველოში”, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორია, გამომც. ,,თბილისის უნივერსიტეტი“, თბილისი.
ბერძნულ-ქართული, 2005: – ბერძნულ-ქართული განმარტებითი ლექსიკონი; ,,Ελληνο-Γεωργιανο λεξικο“, რედაქტორი ლელა ხოჭოლავა, თბილისი.
გიორგაძე..., 2017: – გიორგაძე მ., მგელაძე ნ., ტუნაძე თ., ძნელაძე ნ., ლორია მ., აბულაძე თ., ჩხარტიშვილი ს., ,,პონტოელი ბერძნები აჭარაში - წარსული და თანამედროვეობა“, გამომც. ,,ემ ჯი ემ“, ბათუმი.
გორდეზიანი, 2001: – გორდეზიანი რ., დარჩია ი., შამანიდი ს., ,,ძველი და ახალი ბერძნული შედარებითი გრამატიკა“, ,,ლოგოსი“, თბილისი.