დიდი ბრიტანეთის ვიცე-კონსულის ფრედერიკო გუარაჩინოს ცნობები ვაჭრობისა და ნაოსნობის შესახებ ბათუმში (1840-1845)
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v1i.7843საკვანძო სიტყვები:
ბათუმი, ფრედერიკო გუარაჩინო, ბრიტანეთის ვიცე-კონსული, ბათუმის პორტი, ბათუმის ვაჭრობაანოტაცია
XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება ბათუმისადმი (რომელიც ორ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ოსმალეთის იმპერიის მფლობელობაში იყო) ინტერესის ზრდა, რაც, ერთი მხრივ, დაკავშირებული იყო რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომის შედეგებთან (ოსმალეთმა დაკარგა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ციხეები: ანაპა, სუჯუკ-კალე (ნოვოროსიისკი) და ფოთი), მეორე მხრივ კი ანატოლიაში რუსეთის გავლენის ზრდასთან. ამას მოჰყვა ჯერ ტრაპიზონში (1831 წელს), შემდეგ კი ბათუმში (1840 წელს) დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა.
ბრიტანეთის პირველი ვიცე-კონსული ბათუმში (მთავარი დიპლომატი ამ სტატუსით იყო გამოგზავნილი) გახლდათ ფრედერიკო გუარაჩინო, რომელმაც საინტერესო ცნობები დაგვიტოვა ბათუმის სავაჭრო და სანაოსნო შესაძლებლობების შესახებ 1840-1845 წლებში. ამ დროისათვის ქალაქი შედიოდა ლაზისტანის სანჯაყის შემადგენლობაში, ეს უკანასკნელი კი ტრაპიზონის საფაშოს საზღვრებში ექცეოდა.
ბრიტანელი დიპლომატის – ფრედერიკო გუარაჩინოს წარმოდგენილი ცნობები ნათლად გვიჩვენებს ზოგად ვითარებას ოსმალეთის მმართველობის ქვეშ მყოფ ბათუმში და ქალაქის სავაჭრო-ეკონომიკურ თუ სანაოსნო შესაძლებლობებს 1840-1845 წლებში. აღნიშნულ პერიოდში ვაჭრობა და ტვირთბრუნვა ბათუმში არ იყო დიდი მასშტაბების, თუმცა, დიპლომატის დაკვირვებით, ორთქმავალი გემების მიმოსვლის დაწყება ქალაქს შესძენდა მეტ მნიშვნელობას და ხელს შეუწყობდა მის შემდგომ განვითარებას.
ლიტერატურა / წყაროების მითითება
გელაშ¬ვი¬ლი, 2019: − გელაშვილი გ., „ბრიტანეთის ვიცე-კონსული ფრედერიკო გუარაჩინო ბათუმის შესახებ (1840 წ.)“, კრ.: „ბათუმი − წარსული და თანამედროვეობა“, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები, X, გამომც. „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ბათუმი, 2019, გვ. 106-116
Adjara and.., 2003: − Adjara and the Ottoman Empire, 1830-1878, (British Archives on the Caucasus, Georgia), Edi¬to¬rial Hugo Greenhalgh, Research Ro¬bert L. Jar¬man, “Archival Publicat¬ions International,” London, 2003.
Şaşmaz, 2014: − Şaşmaz M., İngiliz belgelerine göre Trabzon Vilayeti ticari raporları (Trade Reports of the Trebizond Province on British Documents), 1830-1914, I, Ankara, 2014.





