არიარათეს I (ძვ.წ.333–322 ) დრაქმა ფიჭვნარიდან

ავტორები

  • ირინე ვარშალომიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი https://orcid.org/0009-0009-7082-0040

DOI:

https://doi.org/10.52340/bsrcc.2022.01.01

საკვანძო სიტყვები:

კაპადოკია, დრაქმა, არიარათეს I, ფიჭვნარი, გაზიურა

ანოტაცია

შრომა მიზნად ისახავდა 2007 წელს, საქართველო-ბრიტანეთის ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობისას, ელინისტური სამაროვნის 227-ე სამარხშიგამოვლენილი ვერცხლის მონეტის განსაზღვრას, აღწერას; ქვეყნის, ქალაქის, ემისიის წლების, მეტროლოგიური პარამეტრების დადგენას, პარალელური მასალის მოძიებას და მონეტის საკვლევ ტერიტორიაზე მიმოქცევის მიზეზებისა და გზების დადგენას. ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მონეტა წარმოადგენს კაპადოკიის სამეფოს მეფე არიარათეს I-ის (ძვ.წ. 333–322) სახელით ქალაქ გაზიურაში მოჭრილ დრაქმას. კაპადოკიის სხვადასხვა ქალაქში მოჭრილი დრაქმები რომაულ ხანაში დიდი რაოდენობით შემოდიოდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე და მიმოქცევის ძირითად საშუალებას წარმოადგენდა. ამავე ტერიტორიაზე გვხვდება ელინისტურ პერიოდში კაპადოკიის მეფეების სახელით მოჭრილი საფასეებიც, მაგრამ სულ რამდენიმე ერთეული. ფიჭვნარში არიარათეს I-ის სახელით მოჭრილი მონეტის გამოვლენას დიდი მნიშვნელობა აქვს. კაპადოკიის სამეფოს ქალაქ გაზიურაში მოჭრილი ფულის მიმოქცევა პირველად დაფიქსირდა არა მხოლოდ საკვლევ პუნქტში, არამედ მთელ საქართველოში. ეს არის ჩვენს ქვეყანაში გამოვლენილი ყველაზე ადრეული კაპადოკიური მონეტა. ფიჭვნარის ელინისტური ხანის მასალას თუ გადავხედავთ, აშკარად ჩანს, რომ დომინირებს ქალაქ სინოპეს კერამიკული მასალა. იგივე სურათი გვაქვს ნუმიზმატიკურ ძეგლებშიც. სავარაუდოა, რომ არიარათეს I-ის დრაქმა ფიჭვნარში სწორედ სინოპურ პროდუქციასთან ერთად შემოვიდა.

ავტორის ბიოგრაფია

ირინე ვარშალომიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ირინე ვარშალომიძე
ისტორიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის
ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
ელ-ფოსტა: irine.varshalomidze@bsu.edu.ge
ტელ: +995 593 34 03 46
ORCID: https://orcid.org/0009-0009-7082-0040

წყაროები

აბრამიშვილი, 1987: - აბრამიშვილი თამარ, ნოქალაქევის ექსპედიციის მიერ მოპოვებული მონეტები (1973-1982 წწ,), ნოქალაქევი-არქეოპოლისი, არქეოლოგიური გათხრები 1978-1982 წწ. გამომც. ,,მეცნიერება“, თბილისი

დუნდუა, 1975: - დუნდუა გიორგი, სამონეტო მიმოქცევა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობანი ბიჭვინტაში ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით ძვ.წ. II–ახ.წ. IV სს. - დიდი პიტიუნტი I, თბილისი.

დუნდუა, 1979: - დუნდუა გიორგი, საქართველოს სამონეტო განძები, გამომც. ,,მეცნიერება“, თბილისი

დუნდუა, 1997: - დუნდუა გიორგი, გურიის ნუმიზმატიკური მონაპოვარი, გურია I, თბილისი.

დუნდუა.., 1977: - დუნდუა გიორგი, ლორთქიფანიძე გურამ, მონეტები ვანიდან, ვანი III , თბილისი.

დუნდუა, 1993: - დუნდუა თედო, კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით, გამომც. უნივერსიტეტი, თბილისი

ვარშალომიძე, 1996: - ვარშალომიძე ი., სინოპური მონეტა სოფ. განთიადიდან, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის ჟურნალი ,, საისტორიო მაცნე“, ბათუმი

ვარშალომიძე, 2005: - ვარშალომიძე ი., სირაკუზის მონეტა ფიჭვნარიდან. ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის შრომები, III, ბათუმი

ვარშალომიძე, 1999: - ვარშალომიძე ირინე, გონიო-აფსაროსი ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით, ლიტერატურული აჭარა, #7, ბათუმი

ვარშალომიძე, 2000: - ვარშალომიძე ირინე,რომაული ხანის ვერცხლის მონეტების განძი გონიო-აფსაროსიდან , ძიებანი, 5, თბილისი.

ვარშალომიძე.., 2000: - ვარშალომიძე ირინე, პოლიტიკურ-ეკონომიკურიმიმართებანი გონიო-აფსაროსში ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით (I-III სს.), საისტორიო მაცნე, #9, ბათუმი, უნივერსიტეტის გამომც.

ვარშალომიძე, 2009: - ვარშალომიძე ირინე, მონეტები გონიო-აფსაროსიდან, ბათუმი, გამომც. უნივერსიტეტი.

ვარშალომიძე.., 2021: - ვარშალომიძე ირინე,ძნელაძე ნინო, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმში დაცული მონეტების კატალოგი,გამომც.,, კოლორი“, ბათუმი

ვაშაკიძე.., 1977 : - ვაშაკიძე ნ., კახიძე ა., ფიჭვნარის ელინისტური ხანის სამაროვანზე 1974 წ. წარმოებული არქეოლოგიური გათხრების ძირითადი შედეგები, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები,VI, თბილისი

ვაშაკიძე.., 1978 : - ვაშაკიძე ნ., კახიძე ა., არქეოლოგიური გათხრები ფიჭვნარის ელინისტური ხანის სამაროვანის ტერიტორიაზე 1976 წელს, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები ,VII, თბილისი

ვაშაკიძე, 1983 : - ვაშაკიძე ნ., ფიჭვნარის ელინისტური ხანის სამაროვანზე 1980 წ. წარმოებული არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები , XII, თბილისი

ინაიშვილი, 1993: -ინაიშვილი ნინო, ციხისძირის ახ.წ. I-VI სს არქეოლოგიური ძეგლები, გამომც. ,,მეცნიერება“ , თბილისი

იაშვილი, 1987 : - იაშვილი ადრეული სინოპური დრაქმა ფიჭვნარიდან, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები, XVI, თბილისი

კახიძე, 1961: - კახიძე ა., საქართველოს ზღვისპირეთის ანტიკური ხანის ქალაქები, გამომც. ,,მეცნიერება“, თბილისი.

კახიძე, 1974: - კახიძე ა., ფიჭვნარის სამაროვანზე 1967-68 წწ. აღმოჩენილი უცხოურიმონეტები, მაცნე-ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნიგრაფიისა და ხელოვნებისსერია, 3, თბილისი

კახიძე...,1999: - კახიძე ა., იაშვილი ი., შავიზღვისპირეთის საქალაქო ვერცხლიფიჭვნარის ძვ.წ. V საუკუნის სამაროვნიდან, ვაჭრობა შავ ზღვაზე არქაულსა და კლასიკურ ხანაში, აბრეშუმის გზის ისტორიული პერსპექტივა, შავიზღვისპირეთის ძველი ისტორიისა და არქეოლოგიის საერთაშორისო სიმპოზიუმი-ვანი, თბილისი.

ლორთქიფანიძე, 1991: - ლორთქიფანიძე გურამ, ბიჭვინტის ნაქალაქარი, თბილისი, გამომც. უნივერსიტეტი.

მაკალათია, 1944: - მაკალათია სერგი, სეფიეთში აღმოჩენილი რომაული ფულების განძი, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, XII, თბილისი

Воронов.., 1973: - Воронов Ю. Н., Юшин В. А. Новые памятники цебельдинской культуры в Абхазии. – СА, № 1.

Воронов .., 1979: - Воронов Ю. Н., Юшин В. А. Ранний горизонт (II-IV вв. н.э.) в могильниках цебельдинской культуры (Абхазия). – СА, № 1

Голенко, 1964: - Голенко К. В. Денежное обращение Колхиды в римское время. Ленинград, наука.

Голенко, 1957: - Голенко К. В., Кобулетский клад серебрянных монет, СА, XXVII

Дундуа, 1987 : - Дундуа Г. Ф., Нумизматика античной Грузии, Тбилиси, мецниереба

Иващенко, 1931: - ИващенкоМ. М. Герзельский клад монет Кессарии Кападокиис¬кий, ИГАИМК. вып. 10.

Кахидзе, 1974: - Кахидзе А. Ю., Привозные монеты из могильника Пичвнари, ВДИ, 3

Пахомов, 1954: - Пахомов Е. А., Монетные клады Aзербайджана и других республик, краев и областей Кавказа, Баку.

Трапш, 1971: - Трапш М. М. Труды, т. III, Тбилиси. Мецниереба.

Шамба, 1987 : - Шамба С. М. Монетное обращение на территории Абхазии (V в.– XIII в. н.э.) – Тбилиси, мецниереба.

Sydenham, 1978: - Sydenham E. A. The Coinage of Caesarea of Cappadocia, London.

Erkiletlioğlu , 2019: - Halit Erkiletlioğlu, Kappadokia Krallığı ve Roma Bizans dönemi, Kayseri.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-05-28

გამოცემა

სექცია

არქეოლოგია