ფოთლის ფენოტიპური ვარიაციები ბუნებრივ პოპულაციებში
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12070საკვანძო სიტყვები:
კამელია, ცვალებადობა, პიგმენტები, მუტაციაანოტაცია
ყვავილის მრავალფეროვნებასთან ერთად ფოთლის ფენოტიპურ მრავალფეროვნება განსაკუთრებულად ლამაზი და მიმზიდველია. ქლოროფილის სინთეზი და ფუნქციონირება, რომელიც ფოტოსინთეზისთვის უმნიშვნელოვანესია, დიდწილადაც განსაზღვრავს ფოთლების შეფერილობას, სხვადასხვა კონცენტრაციით, რაც მწვანე ფერს სხვადასხვა ელფერს ანიჭებს. კომპლექსური გენების ურთიერთქმედება არეგულირებს ქლოროფილის სინთეზს, ხოლო ამ გზების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ქლოროფილის ანომალიური წარმოება, რაც გავლენას ახდენს ფოთლების პიგმენტაციაზე.
ნაშრომში წარმოდგენილია აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე ჩატარებული კვლევის შედეგები სადაც აღწერილია, იაპონური კამელიის ჯიშები, ისინი გამოირჩევიან ფოთლების ფენოტიპური ვარიაციებით, რომელიც ვლინდება მწვანე, თეთრი და მწვანე-თეთრი ფერების ნაზავით. მისი ფორმის, ზომის და აგებულების ნებისმიერი გარდაქმნა შეგუებით ხასიათისაა, ის გამოწვეულია ეკოლოგიური ფაქტორების ცვალებადობით ან ორგანიზმში მიმდინარე ასაკობრივი ცვლილებებით. ფოთლის ფენოტიპური ცვალებადობა დამოკიდებულია შინაგან და გარეგან ფაქტორთა ერთობლიობაზე, მცენარის ხნოვანებაზე, ტოტის მდებარეობაზე, ექსპოზიციასა და კრონის ნაწილზე, ფოთლის ასაკზე, გარემო პირობებზე, გენეტიკურ და სხვა ფაქტორებზე.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





