ქართველი მუჰაჯირების ფაცაში დასახლებისა და ადაპტაციის საკითხები

ავტორები

  • ნოდარ შოშიტაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0006-7286-0087
  • საბა კალანდარიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0003-1815-9810

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12059

საკვანძო სიტყვები:

მუჰაჯირობა, ფაცა, ორდუ, მუჰაჯირები, კულტურული მეხსიერება, ზეპირი ისტორია, ოსმალეთის იმპერია, მიგრაცია, ეთნოგრაფია

ანოტაცია

წინამდებარე ნაშრომი განიხილავს ქართველი მუჰაჯირების ფაცას (ორდუს პროვინცია, თურქეთი) რეგიონში დასახლების პროცესს, მის ისტორიულ წინაპირობებსა და ადაპ­ტაციის საწყის ეტაპებს. კვლევა ეფუძნება ეთნოგრაფიული საველე მუშაობის შედეგად შეგროვებულ ზეპირ ისტორიებს, მიგრანტთა შთამომავლების კულტურულ მეხსიერებას, ოსმალურ საარქივო მასალებსა და არსებული ისტორიოგრაფიის კრიტიკულ ანალიზს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართველი მუჰაჯირების ფაცაში მოხვედრის გარემოებებს, ოსმალეთის იმპერიის განსახ­ლე­ბის პოლიტიკას, ალი ფაშა თავდგირიძის როლს, მიწების განაწილების პროცესსა და ახალ სო­ცია­ლურ გარემოსთან ადაპტაციის სირთულეებს. ნაშრომში ნაჩვენებია, რომ ფაცაში ქართველთა დასახლება ოსმალეთის თავდაპირველი გეგმის შედეგი არ ყოფილა და მნიშვნელოვანწილად შემთხვევითმა გარემოებებმა განაპირობა. ასევე გაანალიზებულია მიგრანტთა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ურთიერთობები, სოციალური დაძაბულობის მიზეზები და მათი გავლენა რეგიონის ეთნოპოლიტიკურ ვითარებაზე. კვლევა ცხადყოფს, რომ კულტურული მეხსიერება მნიშვ­ნელოვან წყაროს წარმოადგენს იმ ისტორიული მოვლენების რეკონსტრუქციისთვის, რომლებიც წერილობით წყაროებში არასრულად ან საერთოდ არ არის ასახული, და ახალი პერსპექტივით წარმოაჩენს ქართველი მუჰაჯირების განსახლებისა და ინტეგრაციის ისტორიას ცენტრალურ შავიზღვისპირეთში.

გამოქვეყნებული

18-08-2026

ციტირების წესი

შოშიტაშვილი ნ., & კალანდარიშვილი ს. (2026). ქართველი მუჰაჯირების ფაცაში დასახლებისა და ადაპტაციის საკითხები. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(2), 784–791; 792. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12059

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.