გენდერული თავისუფლების ფორმები ქართულ ლიტერატურაში შემოქმედებითი და სოციალური ემანსიპაცია
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12056საკვანძო სიტყვები:
გენდერული ემანსიპაცია, ფემინისტური დისკურსი, საბჭოთა ფემინიზმიანოტაცია
მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ამერიკულ და ევროპულ ლიტერატურულ სივრცეში ფორმირებულ ფემინისტურ დისკურსს, რომელიც მიზნად ისახავდა ტრადიციული გენდერული როლებისა და კულტურული სტერეორიპების გადააზრებას, ქალთა ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ, სექსუალურ და შემოქმედებით ემანსიპაციასთან დაკავშირებული თემების გააქტიურებას, მალევე შეუერთდა ქართული ლიტერატურაც. დასავლეთის მსგავსად, საქართველოშიც ქალების აქტივიზმი დაკავშირებული იყო სხვადასხვა საგანმანმათლებლო ღონისძიებების საშუალებით ცნობიერების ამაღლებასა და საუკუნების განმავლობაში კონსტრუირებული გენდერული მითების მსხრევასთან. ფემინისტური ნარატივის მხატვრული რეპრეზენტაცია გვხვდება მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე შემდეგი ქართველი ქალი ავტორების ტექსტებში: ეკატერინე გაბაშვილი, საფო მგელეძე, ბარბარე ჯორჯაძე, ლიდია მეგრელიძე, კატო მიქელაძე და სხვ.
20-იანი წლებიდან საბჭოთა იდეოლოგიამ ფემინისტების აქტივიზმი და მათი მხატვრული შემოქმედება დასავლური ტენდენციების მექანიკურ კოპირებად და ახალი სოციალისტური რეალობისთვის შეუსაბამო პოზიციად გამოაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ ქალთა „გენდერული ემანსიპაციის“ საკითხი საბჭოთა კავშირში „გადაჭრილად“ ითვლებოდა. განსხვავებით დასავლეთისგან, ქალების განათლება, მუშაობა, აბორტისა და განქორწინების ლეგალიზაცია, სექსუალური ლიბერალიზაცია, ჰომოსექსუალიზმის დაშვება (1934 წლამდე) პოლიტიკური და იდეოლოგიური დღისწესრიგის ნაწილად იქცა, ხოლო პროპაგანდამ ეს საკითხი დასავლეთთან უპირატესობის დემონსტრირების ერთ-ერთ ბერკეტად გამოიყენა. შესაბამისად, სოციალისტური დისკურსის პირობებში იქმნება ახალი, „ემანსიპირებული საბჭოთა ქალის“ მითი, რომლის უპირველესი ფუნქცია საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის თავდაუზოგავი შრომა ხდება.
სტატიაში განხილულია ქართველი ფემინისტი ქალი მწერლის ეკატერინე გაბაშვილის პიესა „ფრთებდაგლეჯილი“ და პოლიკარპე კაკაბაძის პიესა - „კოლმეურნეს ქორწინება“. სხვადასხვა კონტექსტში შექმნილი ორი ტექსტის შედარებითი ანალიზის საფუძველზე გამოკვეთილია, როგორ ჩაანაცვლა 10-იან წლების ქართულ ლიტერატურაში აქტიური ფემინისტური დისკურსი საბჭოთა ქალის მითმა, როგორ გაქრნენ ქართული ლიტერატურული ველიდან თვითგამორკვევის პროცესში მყოფი მრავალფეროვანი ქალი პერსონჟები და ავტორები და როგორ შეიქმნა უნიფიცირებული საბჭოთა ქალის სახე.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





