ბათუმის საკითხი დავით კლდიაშვილის მემუარულ წიგნში „ჩემი ცხოვრების გზაზე“

ავტორები

  • დალი ბეთხოშვილი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0001-6947-160X

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12052

საკვანძო სიტყვები:

დავით კლდიაშვილი, „ჩემი ცხოვრების გზაზე“, მემუარები, ბათუმი, საქართველო, ეროვნული პრობლემა

ანოტაცია

დავით კლდიაშვილის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მემუა­რულ წიგნს „ჩემი ცხოვრების გზაზე“, რომელშიც ბათუმის სახით მრავალი ეროვნული საკითხია წამოჭრილი, რაც ერთიან ქართულ ეროვნულ სულს წარმოაჩენს და ქვეყნის მთლიანობის საჩვე­ნებლად ერთიან კონტექსტშია გასააზრებელი.

 მემუარულ წიგნში „ჩემი ცხოვრების გზაზე“ დავით კლდიაშვილის მიერ აღწერილი რეალობა ნათ­ლად ასახავს იმდროინდელი ცხოვრების მძიმე ვითარებას _ სოციალურ, პოლიტიკურ, ეკო­ნომიკურ, კულტურულ გარემოს, იმ საფუძვლებს, რაზეც იყო დაყრდნობილი თითოეული სფერო, სადაც კარგად იკვეთება ამ გარემოში მყოფი ადამიანის რთული არსებობა და ყოველივე ამის ფონზე მწერლის თვალით დანახული სინამდვილეა მოცემული, რაც მწერლის შეხედულებებით და განცდილითაა მოწოდებული.

დავით კლდიაშვილის მემუარულ წიგნში „ჩემი ცხოვრების გზაზე“ გადმოცემულია ბათუმში მწერლის ცხოვრება-მოღვაწეობის ოცდარვა წელზე მეტი ისტორია, მასში აღწერილი და გაანალი­ზებულია ბათუმთან დაკავშირებული არაერთი საკითხი: პორტო-ფრანკოს გაუქმება, მიწების ყიდვა-გაყიდვა, მუხაჯირების საკითხი, ბათუმში ნავთის ქალაქის შექმნის პროცესი, ქართული თეატრის მსახიობების ჩასვლა ბათუმში და თეატრალური სცენის წარმოდგენა, ქალაქის თვითმართველობის შექმნა, ღარიბი მოსახლეობის სწრაფვა ბათუმისაკენ, რკინიგზის გაყვანა, მწვანე კონცხის, ბულ­ვა­რების მშენებლობის საკითხები, ქალაქში საზოგადო საკრებულოს ჩამოყალიბება... ძალზედ მნიშვნელოვანია მწერლის ცნობები სასწავლებელთა არსებობის შესახებ, კერძოდ, შეიქმნა სა­მოქალაქო სასწავლებელი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოე­ბის ქართული სკოლა; გვაცნობს, როგორ ხდებოდა ბინების მშენებლობა, რომ ქალაქის გამგეობის როლს ასრულებდა პოლიცია... აგრეთვე მნიშვნელოვანია ცნობები იმის შესახებ, როგორ დაარსდა სამკითველო-ბიბლიოთეკა, გამრავლდა წიგნადი ფონდი, დიდი ტირაჟით დაიწყო ჟურნალ-გაზე­თე­ბის გამოცემის საქმიანობა; მწერალი დიდ ყურადღებას აქცევს მთელ რიგ ეროვნულ პრობლემას... ეს უამრავი საკითხი, რომელიც წამოჭრილია დავით კლდიაშვილის მემუარებში, ნათელ წარმოდ­გენას იძლევა ბათუმში მიმდინარე მღელვარე ცხოვრების არსებობის შესახებ.

ამდენად, დავით კლდიაშვილის მემუარულ წიგნში „ჩემი ცხოვრების გზაზე“ წამოჭრილი საკით­ხები საქართველოს ეროვნული პრობლემის გადაჭრის, საზოგადოებრივი განვითარების თვალსაზ­რისით ღირებულია და ქვეყნის სახელმწიფოებრივად მოგვარების გზას ისახავს მიზნად. მასში ასახული საკითხები შემოენახა ისტორიას და აცოცხლებს ეპოქებს თავისი სათქმელით.

თემა აქტუალურია და დიდი თეორიული და პრაქტიკული ღირებულების მომცველი, რამდენა­დაც დავით კლდიაშვილის მემუარული წიგნი ნაკლებადაა შესწავლილი და გამოკვლევას საჭიროებს მემუარებში წამოჭრილი პრობლემების, მასში ასახული არსისა და დანიშნულების თვალსაზრისით. ნაწარმოებში ასახული საკითხები არა მარტო დავით კლდიაშვილის ეპოქაში, არამედ დღესაც არ კარგავს აქტუალობას, საჭიროა მისი ხელახლა გაცოცხლება, ახლებური თვალით შეხედვა და გაანა­ლიზება. პრობლემა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ერთიან ეროვნულ ჭრილშია გასააზრებელი, შემდეგ კი მთლიანი გლობალური კონტექსტითაცაა გასათვალისწინებელი. თემის სიახლეც, სწო­რედ, აღნიშნულის მოგვარებაში მდგომარეობს.

გამოქვეყნებული

18-08-2026

ციტირების წესი

ბეთხოშვილი დ. (2026). ბათუმის საკითხი დავით კლდიაშვილის მემუარულ წიგნში „ჩემი ცხოვრების გზაზე“. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(2), 688–697; 698. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12052

მსგავსი სტატიები

Showing 1-10 of 50

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.