ნაზმნარი სახელების (მასდარების) წარმოება არაქართული ფუძეებისგან ტექნიკურ ტერმინოლოგიაში
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12050საკვანძო სიტყვები:
ტექნიკური ტერმინოლოგია, ნაზმნარ სახელად ქცევა, წარმოების მოდელები, ზმნისწინებიანოტაცია
სტატიაში შესწავლილია ქართულ ტექნიკურ ტერმინოლოგიაში გამოყენებული უცხოურფუძიანი ნაზმნარი სახელების (მასდარის) წარმოების საშუალებები, მათი ადაპტაციის ხერხები ქართულად. საკვლევი მასალა ეყრდნობა ლექსიკონებს, კერძოდ, 1972 და 1988 წელს გამოქვეყნებულ ტექნიკურ ტერმინოლოგიურ ლექსიკონებს (რედ. დვალი, ღამბაშიძე), რომლებიც მეცნიერთა მთელი გუნდის დიდი შრომის შედეგად გამოიცა. ნაშრომში ნასახელარ ტერმინებში გამოყოფილია რამდენიმე გავრცელებული ყალიბი: -ებ და -ავ თემისნიშნიანი, რომლებსაც ყველაზე ხშირად ახლავს და- ზმნისწინი (და+ფუძე+ებ, და+ფუძე+ავ), თუმცა მეტ-ნაკლებად გვხვდება გა-, გან-, გამო-, შე-, წა- ზმნისწინებიც და უზმნისწინო წარმოებაც. ყურადღება მიქცეულია იმაზე, რომ და- ზმნისწინის უპირატესობა ამ უცხო ფუძეების გაქართულებისთვის განპირობებულია მისი სპეციფიკური სემანტიკით: ნეიტრალური მიმართულების გამოხატვის უნარით. ეს ასეა არა მარტო ტექნიკურ ტერმინოლოგიაში, არამედ სალიტერატურო ენასა და ზეპირმეტყველებაშიც. გარდა ნასესხებფუძიანი ტერმინებისა, განხილულია სემანტიკური ადაპტაციით (თარგმნითი კალკირებით) მიღებული ლექსიკური ერთეულებიც (მაგ., დაჯვარება...).
საინტერესოა დასახელებული ფორმებისგან ნაზმნარი ზედსართავი სახელების (მიმღეობების) წარმოების შესაძლებლობები. დადასტურებულია მიმღეობათა ყველა წარმოება, მათ შორის – უარყოფითი ფორმებიც, თუმცა ლექსიკონში გასაგები მიზეზების გამო შეტანილია მხოლოდ მათი ნაწილი, განსაკუთრებით ხშირად – -ულ-სუფიქსიანები. მიმღეობის ფუნქციითვე გვხვდება -ად სუფიქსიანი წარმოებაც, მაგრამ ის თითქმის არაა გამოყენებული ზმნისწინიან ფორმებთან (კოქსვადი – coking; აბსორბირებადი – absorbing; absorptive; დეგრადირებადი – degenerative).
ტექნიკურ ლიტერატურაში გაქართულებული ნაზმნარი სახელები (უმეტესად მასდარებთან) გამოყენებულია არსებითი სახელების სახით, იშვიათია ზმნური ფორმები, ამის ნაცვლად ქართულ სამეცნიერო ტექსტებში გავრცელებულია შემდეგი სტრატეგია: ფუნქციურზმნიანი შესიტყვებები: ნაზმნარი სახელი + მიმდინარეობს, წარმოებს, ხორციელდება, გრძელდება და სხვ. ამის მიზეზია ტერმინოლოგიის სპეციფიკა, რომ ასეთი სიტყვები ზმნის უღლებად ფორმებში თითქმის არ გვხვდება (მაგ., მიმდინარეობს დააგრეგატება და სხვ.).
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





