ღორჯომის ხეობის მეტყველების ზოგიერთი ფონეტიკური თავისებურება

ავტორები

  • კაკალა ებრალიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი https://orcid.org/0009-0007-8424-7842

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12049

საკვანძო სიტყვები:

ბგერითი შედგენილობა, ფონემა, ნახევარხმოვანი, სრულხმოვანი (ნეიტრალური ბგერა), ფარინგალური ბგერა, ასიმილაცია

ანოტაცია

დიალექტებში მოქმედ ენობრივ პროცესებზე დაკვირვება და მათი შესწავლა ენათმეცნიერებისათვის ყოველთვის საჭირო და სიახლისმომცემია. ხშირად დიალექტებში შემონა­ხუ­ლია ის, რაც სალიტერატურო ქართულში დავიწყებული ჩანს. ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დიალექტის ლოკალურ კვლევას, რომელიც დიალექტის ენობრივ თავი­სე­ბურებათა შედარებით სრულ სურათს წარმოაჩენს.

ნაშრომში განხილულია ზემოაჭარული კილოკავის ერთ-ერთი საინტერესო და სახასიათო ხეობის - ღორჯომის მკვიდრთა მეტყველების ფონეტიკური თავისებურებები. კერძოდ, ბგერითი შედგენილობა და ზოგიერთი ბგერათცვლილება. კვლევის საგანს წარმოადგენს ღორჯომის ხეობაში საველე მუშაობისას ჩაწერილი ცოცხალი მეტყველების ნიმუშები. მათზე დაკვირვებისა და ანა­ლიზის შედეგად გამოვლენილი თავისებურებები შედარებულია სამხრული კილოებისა და სხვა ქართული დიალექტების მონაცემებთან.

ნაშრომში შესწავლილია ისეთი ფონეტიკური ერთეულები, როგორებიცაა ჲ, უ̂, ნეიტრალური ბგერა ² და ფარინგალური , როგორც აბრუპტივი ყ-ს ნაპრალოვანი ალომორფი. ყურადღება გამახ­ვი­ლებულია მათ პოზიციასა და გამოყენების თავისებურებებზე. კვლევამ აჩვენა, რომ ცოცხალ მეტყველებაში ჲ და უ̂ ბგერებთან შედარებით, უფრო ხშირად სრულხმოვანი ი და უ ბგერები გა­მოყენება.

გამოქვეყნებული

18-08-2026

ციტირების წესი

ებრალიძე კ. (2026). ღორჯომის ხეობის მეტყველების ზოგიერთი ფონეტიკური თავისებურება. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(2), 648–652; 653. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12049

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.