წმიდა მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელი, ვალახეთის მიტროპოლიტი – რუმინული ენის ფუძემდებელი და მესტამბეობის ბრძენი განმავითარებელი ქართულ სივრცეში

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12040

საკვანძო სიტყვები:

ანთიმოზ ივერიელი, კულტურა, მესტამბეობის ხელოვნება,, ვლახეთი, ბრინკოვიანუს ეპოქა, ივერია, რუმინული ენის ფუძემდებელი, ლიტურგიკული წიგნი

ანოტაცია

შუა საუკუნეების ეპოქაში წმიდა მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელს (1650–1716) გამორჩეული ადგილი უჭირავს იმ თვალსაჩინო მოღვაწეთა შორის, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს, როგორც სასულიერო, ისე რუმინელი ხალხის კულტურული ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

წარმოშობით ივერიიდან (თანამედროვე საქართველო) წმიდა ანთიმოზ ივერიელი იყო „რუ­მი­ნელი ბედისწერითა და თავდადებით“. მან ჭეშმარიტად დაიმკვიდრა ადგილი რუმინეთის მართლ­მადიდებელი ეკლესიის ცნობიერებაში თავისი მღვდელმთავრული მსახურებით, რუმინული ლიტურგიკული ენის განვითარებაში შეტანილი ფუნდამენტური წვლილითა და მდიდარი საგამომ­ცემლო-მესტამბეობრივი მოღვაწეობით. მისი შემოქმედება სცილდება თეოლოგიის ფარგლებს და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა წიგნის ბეჭდვა, მორალურ-ეთიკური ლიტერატურა, ჰომილე­ტიკა (ქადაგების ხელოვნება), პედაგოგიკა და ეროვნული ცნობიერება.

იგი იყო ჭეშმარიტი „სიტყვის მოციქული“, რომელმაც გონიერებითა და მჭვრეტელობით იტ­ვირთა სახარების ხალხის ენაზე ქადაგების მისია. სწორედ ამიტომ, რუმინულ თეოლოგიასა და კულტურაში წმიდა ანთიმოზ ივერიელის პატივისცემა და ხსოვნა ეფუძნება ამ ღირსეული მიტრო­პოლიტის ძალისხმევას, რათა რუმინული ენა ქცეულიყო ლიტურგიკულ ენად, წიგნს ემსახურა ევანგელიზაციის (ქრისტიანული განათლების) იარაღად, ხოლო იდენტობის ცნობიერებას ფესვი გაედგა წერილობითი და ზეპირი სიტყვის მეშვეობით. ამ მასშტაბური შრომის გამოძახილმა ქარ­თულ ნიადაგამდეც მოაღწია.

გამოქვეყნებული

18-08-2026

ციტირების წესი

ფილიმონი დ.-გ. (2026). წმიდა მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელი, ვალახეთის მიტროპოლიტი – რუმინული ენის ფუძემდებელი და მესტამბეობის ბრძენი განმავითარებელი ქართულ სივრცეში. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(2), 578; 579–588. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12040

მსგავსი სტატიები

Showing 1-10 of 50

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.