დიპლომატიური ურთიერთობების დაწყება საქართველოსა და თურქეთს შორის და პირველი ფუნდამენტური ხელშეკრულება
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12033საკვანძო სიტყვები:
თურქეთი, საქართველო, ფუნდამენტური ხელშეკრულება, ურთიერთობები, დიპლომატიაანოტაცია
წინამდებარე სტატია საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებისა და პირველი ფუნდამენტური ხელშეკრულების შესახებაა. ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერამ განსაზღვრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები და ხასიათი.
ფუნდამენტური ხელშეკრულებები, როგორც წესი, არის ბაზისი, რომელზეც შენდება მომავალი ურთიერთობები ქვეყნებს შორის. საქართველოსა და თურქეთს შორის ასეთი ხელშეკრულება გაფორმდა 1992 წლის 30 ივლისს. ამ ხელშეკრულებაში არაერთ საინტერესო საკითხზეა აქცენტი გაკეთებული, რომლებიც ხშირად ხდება მკვლევართა განხილვის თემა და ჩვენ ვეცადეთ ჩვენი მოკრძალებული მიდგომები გამოგვეხატა მათზე. კერძოდ, მისი ძირითადი შინაარსის გარდა, სწორედ ამ ხელშეკრულებაშია დამოწმებული 1921 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული ყარსის ხელშეკრულება, რომელიც ადგენს საქართველოსა და თურქეთს შორის სადემარკაციო ხაზს. სწორედ ამ ჩანაწერის მიხედვით თურქეთი ერთადერთი საქართველოს მეზობელი სახელმწიფოა, რომელთან საზღვარიც ოფიციალურად დადგენილია.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





