1951 წლის დეპორტაციის ტრავმული მეხსიერება აჭარაში

ავტორები

  • ირინე შერვაშიძე ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი https://orcid.org/0000-0002-4997-4012

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12011

საკვანძო სიტყვები:

საბჭოთა რეპრესიები, დეპორტაცია, აჭარა, ტრავმული მეხსიერება, ზეპირი ისტორია, კოლექტიური მეხსიერება, ტრანსგენერაციული ტრავმა

ანოტაცია

სტატია ეხება 1950-იანი წლების საბჭოთა რეპრესიებს აჭარაში, კერძოდ, 1951 წლის დეპორტაციას, რომელიც საბჭოთა რეპრესიული პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან, თუმცა შედარებით ნაკლებად შესწავლილ ეპიზოდს წარმოადგენს.

კვლევის მიზანია გააანალიზოს დეპორტაციის გამოცდილება არა მხოლოდ ისტორიული ფაქტების დონეზე, არამედ ტრავმული მეხსიერების პერსპექტივიდანაც.

 ნაშრომი ეფუძნება როგორც საარქივო დოკუმენტების, ასევე ზეპირი ისტორიების ანალიზს, რომელიც ჩაწერილია კვლევითი პროექტის - „ოფიციალური ისტორიიდან გარიყული მეხსიერება: 1951-1952 წლების რეპრესიები აჭარაში“ ფარგლებში.

ზეპირი ისტორიების ანალიზი აჩვენებს, რომ დეპორტაციის გამოცდილება კოლექტიურ და ოჯახურ მეხსიერებაში სპეციფიკური ნარატიული სტრუქტურებით კონსტრუირდება. კვლევის შე­დეგად გამოიკვეთა ის ძირითადი ნარატიული მოდელები, რომელთა საშუალებითაც ინდივიდები და ოჯახები ახდენენ ტრავმული გამოცდილების რეპრეზენტაციას, ინტერპრეტაციასა და თაობათა­შორის გადაცემას.

კვლევა ადასტურებს, რომ 1951 წლის დეპორტაცია უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ როგორც პოლიტიკური რეპრესიის აქტი, არამედ როგორც სოციალური და კულტურული ტრავმა, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა აჭარის საზოგადოების ისტორიულ ცნობიერებასა და კოლექ­ტიურ იდენტობაზე.

გამოქვეყნებული

18-08-2026

ციტირების წესი

შერვაშიძე ი. (2026). 1951 წლის დეპორტაციის ტრავმული მეხსიერება აჭარაში. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(2), 285–294; 295. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12011

მსგავსი სტატიები

Showing 1-10 of 50

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.