გურული მოჯირითეები უცხოეთში

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.11982

საკვანძო სიტყვები:

ჯირითი, მოჯირითეები, კაზაკები, ამერიკული როდეო

ანოტაცია

XlX-XX საუკუნეთა მიჯნაზე გურია მოიცვა ამერიკაში გამგზავრების სურვილმა, ამის მიზეზი იყო სარფი და თავის გამოჩენა. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ბათუმში ჩამოდის ამერიკის საერთაშორისო ცირკის წარმომადგენელი თომას ოლივერი. იგი დაბინავდა ამერიკის ბათუმელ კონსულთან ჯეიმს ჩემბერსთან. მისი ჩამოსვლის მიზანი იყო მოჯირითეთა შერჩევა. თომას ოლი­ვერმა კონსულთან გაიცნო ზემო ჩიბათელი კირილე ჯორბენაძე, რომელმაც დახმარება აღუთქვა. წამოვიდნენ ლანჩხუთში გზად შეიარეს სოფელ ბახვში ცხენოსნობაში განთქმულ ივანე მახარაძის ოჯახში. გადაწყდა, რომ გუნდს შეკრავდნენ. 1893 წელს გავიდა გურულ მოჯირითეთა პირველი ჯგუფი ამერიკაში. აქედან მოყოლებული თითქმის 30 წლის განმავლობაში 150 მეტი ქალბატონი და მამაკაცი 105 ჯერ იყვნენ უცხოეთში, რომელთაცთავისი საშემსრულებლო ოსტატებით აღფრთოვა­ნებაში მოჰყავდათ მაყურებელი. ამერიკელ მკვლევარი დი ბრაუნი წერდა: „ჯირითობა როდეოში შემოვიდა კაზაკების დასიდან, დაიტერესდნენ რა კაზაკთა ტრიუკებით, რომლებიც სრულდებოდა გაჭენებულ ცხენზე, ვესტერნმა კოვბოება, მალე წარუდგინეს მისი სახე სხვაობა ამრეკულ როდეოს“. გურულ მოჯირითეების საზღვარგარეთული ტურნეების შესახებ მრავალი კვლევა, ნაშრომი მიეძღვნა როგორც ქართველი, ისე უცხოელი ისტორიკოსების მიერ. დღეს უკვე ცნობილია, რომ ესენი კაზაკები კი არა ქართველი-გურული მოჯირითეები იყვნენ.

გამოქვეყნებული

18-08-2026

ციტირების წესი

ლომაძე მ. (2026). გურული მოჯირითეები უცხოეთში. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(2), 182–193; 194. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.11982

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.