საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება ბათუმში 1910-1914 წწ
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.11981საკვანძო სიტყვები:
ბათუმი, ნავთობის ექსპორტი, პოლიტიკური პარტიები, სოციალ-დემოკრატებიანოტაცია
ბათუმს მეტად მოხერხებული სატრანზიტო მდებარეობა და შავ ზღვაზე გამორჩეული ღრმაწყლოვანი ნავსადგური გააჩნია. ოსმალეთის იმპერიაში მოქცეული ქალაქის განვითარება ძალზე ნელი ტემპებით მიმდინარეობდა. ბათუმის განსაკუთრებულმა ბუნებრივმა პირობებმა იმთავითვე მიიქცია XIX საუკუნის დასაწყისიდან ამიერკავკასიაში შემოჭრილი რუსეთის ყურადღება. ბათუმის დაუფლება ცარიზმის ერთ-ერთ ძირითად სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენდა XIX საუკუნეში ოსმალეთთან წარმოებულ ომებში. თუმცა განზრახვის შესრულება რუსეთმა მხოლოდ 1877-1878 წლების ოსმალეთთან ომში გამარჯვების შემდეგ შეძლო. ჯერ სან-სტეფანოს, ხოლო შემდეგ ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით ბათუმი რუსეთს გადაეცა პორტო-ფრანკოს - თავისუფალი სავაჭრო ნავსადგურის სტატუსით. ამიერიდან დაიწყო ბათუმის სწრაფი განვითარება, რაც განაპირობა ბაქოს ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ბათუმიდან ტრანზიტმა. რკინიგზის გაყვანამ, პორტის მშენებლობამ, ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის ამოქმედებამ მძლავრი ბიძგი მისცა ბათუმის სამრეწველო და სავაჭრო განვითარებას. სწრაფად იზრდებოდა ქალაქის მოსახლეობაც, ძირითადად მუშათა კლასის ხარჯზე. ყოველივე აღნიშნულმა განაპირობა XX საუკუნის დასაწყისიდან ბათუმის მძლავრ რევოლციურ ქალაქად გადაქცევა. ნავთობის მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ცვლილებები და რუსეთის იმპერიაში განვითარებული პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები გავლენას ახდენდა ქალაქის მდგომარეობაზე.
XX საუკუნის 10-იანი წლებიდან პირველი მსოფლიო ომის მოახლოებამ კვლავ გამოიწვია ბათუმისადმი საერთაშორისო ინტერესის გაზრდა. უცხოეთის სპეცსამსახურების საქმიანობის გაძლიერება, კიდევ უფრო ამწვავებდა ისედაც რთულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებას ბათუმში. წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია პირველი მსოფლიო ომის წინ ბათუმში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





